მთავარისიახლეებისამართალისოფელ დიდინეძში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

სოფელ დიდინეძში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

Published on

შსს-ში აცხადებენ, რომ . ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს, – ინფორმაციას ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი"  ავრცელებს.
"1 ოქტომბერს ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში პარტია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები საარჩევნო პლაკატებს აკრავდნენ, რა დროსაც პარტია„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ინციდენტის შედეგად დაზიანებები მიიღო „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის სამმა წევრმა. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ტვინის შერყევისა და და თავის ქალის ზედაპირული ტრავმის დიაგნოზით მოათავსეს. აღნიშნულ ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო", – განაცხადეს შსს-ში.
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...