მთავარისიახლეებისაზოგადოებარომის პაპმა თბილისში მესა აღავლინა

რომის პაპმა თბილისში მესა აღავლინა

Published on

რომის პაპმა .თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესა აღავლინა. 
სტადიონზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, პირველი ლედი, აღასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის და სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები. 
დღესვე მარიამის ზეცად აღყვანების საკათედრო ტაძარში დაგეგმილია პაპის შეხვედრა მღვდლებსა და ბერ-მონაზვნებთან, სადაც რომის პაპი შეკრებილ სასულიერო პირებს სიტყვით მიმართავს.
საქართველოში მყოფი პაპი ფრანცისკე დღის მეორე ნახევარში, საქართველოს პატრიარქთან ერთად მცხეთას ეწვევა და სვეტიცხოვლის ტაძარს დაათვალიერებს.
რომის პაპი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, დიპლომატიურ კორპუსს და სასულიერო პირებს.
პაპ ფრანცისკეს ვიზიტი საქართველოში ხვალ დასრულდება, რის შემდეგაც დაგეგმილია მისი ბაქოში გამგზავრება.

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...