მთავარისიახლეებიპოლიტიკაოზურგეთში ცესკოს საარჩევნო კონვერტები ნაგვის ყუთში იპოვეს

ოზურგეთში ცესკოს საარჩევნო კონვერტები ნაგვის ყუთში იპოვეს

Published on

ქალაქ ოზურგეთში ცესკოს საარჩევნო კონვერტები იპოვეს ნაგვის ყუთში. ადგილობრივების განცხადებით, ურნაში მათ დაახლოებით 100 კონვერტი ნახეს. მათი გატანის ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში.„ეს იქნებოდა, დაახლოებით, 100 ცალამდე კონვერტები, ბიულეტენები არ იყო,“ – აცხადებს ოზურგეთშინინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელი, რეზო ხუნდაძე.ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ზვიად თენიაშვილის, თქმით, არჩევნების დროს შემორჩენილი კონვერტების გადაყრა მოხდა. თუმცა, ვის ქონდა ძველი კონვერტები, თავმჯდომარემ არ იცის.„დალუქულია ყველა ჩამოსული კონვერტი, რომელიც უბანში უნდა დარიგდეს, დასაწყობებულია. სულ 63 ყუთია ანუ 50 ათას 283 ცალი, რომელიც დარიგდება ყველა საარჩევნო უბანში,“ – აცხადებს ზვიად თენიაშვილი. 

 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...