საქართველოში ჩამოსვლას და არჩევნების შედეგების დაცვას გეგმავს მიხეილ სააკაშვილი. განცხადება ყოფილმა პრეზიდენტმა აშშ-ში ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე გააკეთა.შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ემიგრანტებს ყოფილი პრეზიდენტი საარჩევნო პროგნოზებზე ესაუბრა.„იძახიან, რომ სამეგრელოში და აჭარაში ნაციონალები მოიგებენ. ეგრე არ არის, როგორც კი მთავრობა აღიარებს, რომ ერთ-ერთ რეგიონში არჩევნები წაგებული აქვთ, ესე იგი ყველაფერი წაგებული აქვთ. გურიაშიც ძალიან მაგარი სიტუაციაა. გურიაში არანაკლები სიტუაციაა, ვიდრე სამეგრელოში. სამტრედიაში პრაქტიკულად პირველი ტურში 50%-ზე მეტს მივიღებთ. ქუთაისს ძაან მყარად ვიგებთ. ნამდვილად ვაპირებ საქართველოში ჩასვლას და ნამდვილად ვაპირებ არჩევნების შედეგების დაცვას იმიტომ, რომ ძალიან მარტივია. რატომ არის, რომ ივანიშვილი დღე და ღამე იძახის, სააკაშვილი თუ ჩამოვა, დავიჭერთ, სააკაშვილს ასეთ საკანში ჩავსვამ, ისეთ საკანში ჩავსვამ, შუქს გამოურთავ ჩავურთავო. იმიტომ, რომ პანიკურად ეშინია ჩემი ჩასვლის. აუცილებლად უნდა გავუკეთო ის, რისიც მას პანიკურად ეშინია,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.მიხეილ სააკაშვილი საქართველო-რუსეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე საუბრობს და ბიძინა ივანიშვილს "პუტინის ხელის ბიჭს" უწოდებს.„თუ დააკვირდით, ერთხელ არ დაელაპარაკა მას პუტინი. რატომ უნდა დაელაპარაკოს? პუტინისთვის ის არის ხელის ბიჭი. მიუგდო თავის ფული და უთხრა, აჰა, ჩამომაშორე სააკაშვილიო. სულ არ თვლის, რომ ეს სერიოზულად უნდა მიიღოს რამეში. ბევრად დიდ პატივს გვცემდა ჩვენ, როგორც მტრებს, ვიდრე ამ ხელის ბიჭებს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სიახლეები
საზოგადოება
ეს ბიჭები არ არიან დაპატიმრებულები, ესენი არიან ტყვეები -ლიკა გუნცაძე
ივანიშვილის რეჟიმის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძე დღეს პროევროპული აქციის დროს დაკავებულების სასამართლო...
საზოგადოება
სასამართლოზე ირაკლი მიმინოშვილი უჰაერობის გამო ცუდად გახდა
სინდისის პატიმრების პროცესზე შესვენება გამოცხადდა - მიზეზი ერთ-ერთი პატიმრის, ირაკლი მიმინოშვილის შეძლოდ გახდომა გახდა.
ირაკლი...
სიახლეები
პატივცემულო მოსამართლევ, შეხედეთ ბრალდებულებს, ჯერ არ შეგიხედავთ, ჰგვანან იმ მონსტრებს, როგორადაც მათ ბრალდება გვისახავს? – ცხადაძის ადვოკატი
ბრალდება რომ საუბრობს, დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარეობს საფრთხეო, პროკურორი ვერ მიუთითებს, რაში გამოიხატება ეს საფრთხე......
სიახლეები
“ერთადერთ აკრძალვას არ მივიღებდი – რუსთაველზე მისვლას… მამი გილოცავ დაბადების დღეს და ბოდიში, რომ სამშობლოს გამყიდველი ადამიანების გამო, აქ მოგიწია დღეს ყოფნა” -რეჟიმის ტყვე
საერთოდ ვერ ვხდები რისთვის ვისჯებით აქ ვინც ვართ, სამშობლოს სიყვარულისთვის? რუსეთი რომ არ გვინდა...