მთავარისიახლეებიპოლიტიკაწულუკიანის კრახი - ევროსასამართლოში საქართველოდან წარდგენილი სამივე მოსამართლის კანდიდატურა...

წულუკიანის კრახი – ევროსასამართლოში საქართველოდან წარდგენილი სამივე მოსამართლის კანდიდატურა ჩავარდა

Published on

ევროსასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის სხდომაზე  ევროსასამართლოში  საქართველოდან წარდგენილი სამივე მოსამართლის კანდიდატურა ჩავარდა.  აღნიშნული საკითხის განხილვას კომიტეტი მომავალი წლის იანვარში დაუბრუნდება. შესაძლოა კომიტეტმა სია უკან დააბრუნოს და ახალი შემადგენლობის დასახელება მოითხოვოს.
,, კანდიდატების ასეთი ჩავარდნა ძალიან იშვიათად ხდება. საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი სამკაციანი სია სამარცხვინო პროცესის შედეგად დააკომპლექტა თეა წულუკიანმა, ივანიშვილის მთავრობას მთელი ეს ვითომ ევროპულობის იმიტაცია თავზე დაემხო. მთავრობის შეცვლის  შემდეგ ახალი მთავრობა ჩაატარებს ინკლუზიურ, სამართლიან კონკურსს და სტრასბურგის სასამართლოში ნამდვილად ღირსეულ კანდიდატებს წარადგენს.''- აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი გიორგი კანდელაკი. 
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სტრასბურგის სასამართლოს მიერს შერჩევის პროცესის ბუნდოვანობას უკავშირებს. 
”არ არის გამორიცხული სტრასბურგში კითხვები სწორედ ამან გააჩინა, რომ წარდგენილი იყვნენ ის კანდიდატები, ვისაც შერჩევის დაბალი ქულები ქონდათ დაწერილი. აქ ალბათ პრობლემა არის იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად იყო გამჭვირვალე კანდიდატების შერჩევის პროცესი, ვინ შეარჩია ზოგადად ეს სამი კანდიდატურა. ზოგიერთ კანდიდატს უფრო მეტი ქულა ქონდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მოხდა სამი კანდიდატის წარდგენა.. რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები რჩება, თუ რა პრინციპით იხელმძღვანელა მთავრობამ, როდესაც კანდიდატები წარადგინა.  მთავრობას უფრო მეტად უნდა განემარტა ის მიზეზები, თუ რატომ მოხდა ამ კანდიდატების წარდგენა. ამ შერჩევის პროცესში შესაძლოა იკვეთებოდეს გარკვეული ინტერესი, ან სურვილი, რომ სტრასბურგში ის კანდიდატები ყოფილიყვნენ წარდგენილები, ვისაც ხელისუფლება ენდობა. ”, – აცხადებს  უჩა ნანუაშვილი. 

 

 

 
 
 
 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...