მთავარისიახლეებიპოლიტიკასაფრანგეთმა "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებზე ავიადარტყმები დაიწყო

საფრანგეთმა “ისლამური სახელმწიფოს” პოზიციებზე ავიადარტყმები დაიწყო

Published on

საფრანგეთმა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე ავიადარტყმების განხორციელება ავიამზიდ „შარლ დე გოლიდან“ დაიწყო. როგორც სააგენტო ფრანს პრესი იტყობინება, Rafale-ს გამანადგურებლებმა ავიამზიდის ბორტი დღეს დილით დატოვეს. ფრანგული მხარის ცნობით, ავიაცია ერაყის ქალაქ მოსულში, ტერორისტების წინააღმდეგ მიმართულ საჰაერო ოპერაციაში ჩაერთვება. „შარლ დე გოლი“ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების ერთადერთი ავიამზიდია. ამჟამად საერთაშორისო კოალიციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქალაქ მოსულის გათავისუფლებაა, რომელიც ერაყში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ პლაცდარმად მიიჩნევა. 
 
 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...