მთავარისიახლეებისაზოგადოებარა ეკონცერტებოდა ,,ქართული ოცნების'' მაჟორიტარს, როცა სცენიდან 40 მეტრში 15 წლის...

რა ეკონცერტებოდა ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარს, როცა სცენიდან 40 მეტრში 15 წლის მოზარდს გულში გაუყარეს დანა

Published on

წუხელ თბილისში,  კლინიკა ,,მედ ჯორჯიაში'' გარდაიცვალა 15 წლის მოზარდიავთო ბაგალიშვილი, რომელიც დანით იყო დაჭრილი გულ-მკერდის არეში.  ექიმების ინფორმაციით,  მოზარდს ბევრი სისხლი ჰქონდა დაკარგული, რის გამოც,  სამსაათიანი ოპერაციის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
თვითმხილველების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ქვემო ფონიჭალაში, ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბექა ოდიშარის მხარდასაჭერად გამართული კონცერტის დროს დაჭრეს.  არსებობს ვიდეომტკიცებულება, რომ შემთხვევა იმ ადგილას მოხდა, სადაც კონცერტი ტარდებოდა, სცენიდან 40 მეტრის დაშორებით,  თუმცა  თავად კანდიდატმა ინტერვიუში, რომელიც  ინცინდენტიდან პირველივე საათს მისცა, კატეგორიულად უარყოს, რომ მომხდარი მის მხარდასაჭერად გამართულ კონცერტს უკავშირდება.  ,, შემთხვევა ზემო ფონიჭალაში მოხდა, კონცერტი კი ქვემო ფონიჭალაში ტარდებოდა'' განაცხადა მან.  როგორც ირკვევა, კონცერტი ფონიჭალის ამ ორ უბანს შორის საზღვარზე ტარდებოდა, შესაბამისად ამ განცხადებაში გეოგრაფიული მონაცემებით მანიპულირებასაქვს  ადგილი. 
ფეისბუქზე გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ ყმაწვილი ოდიშარიას მხარდამჭერმა დაჭრა სიტყვებისათვის, რომელიც მან თავისთვის ჩაილაპარაკა –  ,,რა გეკონცერტებათ''.
ამ ამბავს ამძაფრებს ის გარემოებაც, რომ მიუხედავად მომხდარისა ორგანიზატორებმა კონცერტი არ შეწყვიტეს, ხოლო კლინიკა , სადაც დაჭრილი მოზარდი გადაიყვანეს ,  ბლოკირებული იყო პოლიციელების მიერ, რათა ინციდენტი კონცერტის დასრულებამდე არ გახმაურებულიყო.
თვითმხილველები ამბობენ, რომ ალყა მხოლოდ მას შემდეგ მოიხსნა, რაც კონცერტი დასრულდა და მოზარდის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი. არსებობს ამის დამადასტურებელი ფოტომასალებიც.  
 პოლიციაში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მოწმეებისა და თვითმხილველების დაკითხვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში აცხადებენ, რომ შემთხვევა კონცერტიდან მოშორებით მოხდა. საქმეზე გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო. 

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...