მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი მარგველაშვილი: იმედი მაქვს, რომ ეს ვიზიტი გააძლიერებს არა მხოლოდ ვატიკანისა და...

გიორგი მარგველაშვილი: იმედი მაქვს, რომ ეს ვიზიტი გააძლიერებს არა მხოლოდ ვატიკანისა და საქართველოს თანამშრომლობას არამედ იქნება მძლავრი გზავნილი ჩვენ რეგიონში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად

Published on

"თქვენი საქართველოში ჩამობრძანება კიდევ ერთი მოწოდებაა მშვიდობისაკენ. იმედი მაქვს, რომ ეს ვიზიტი გააძლიერებს არა მხოლოდ ვატიკანისა და საქართველოს თანამშრომლობას, არამედ იქნება მძლავრი გზავნილი ჩვენ რეგიონში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად,"-ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე საათის  წინ თბილისში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულ რომის პაპს.ავლაბრის რეზიდენციაში მიმდინარე ოფიციალურ შეხვედრაზე, პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემაზე, ოკუპირებულ რეგიონებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს უმთავრესი ამოცანა დევნილი მოსახლეობის საკუთარ სახლებში დაბრუნებაა.„თქვენო უწმინდესობავ თქვენ იმყოფებით ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, რომელიც დღეს უცხო ქვეყნის სამხედრო აგრესიის მსხვერპლია. ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და მოსახლეობის თითქმის 5 პროცენტი დევნილადაა ქცეული. ამ ადამიანებს წაართვეს საცხოვრებელი მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ეთნიკურად ქართველები არიან. ჩვენგან სულ რაღაც 40-მდე კილომეტრში გავლებულია მავთულხლართები, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას მეზობლებს, ნათესავებს ერთმანეთთან ურთიერთობას უკრძალავს. ჩვენგან სულ რაღაც 40-მდე კილომეტრში მოსახლეობა ყოველდღე ხედავს ადამიანის გატაცებას, მკვლელობას და შეურაცხყოფას. ამის მიუხედავად ჩვენ არ ვეძებთ კონფრონტაციის გზებს, ჩვენ ვეძებთ გზებს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისა და მშვიდობისათვის. დევნილი მოსახლეობის დაბრუნება ჩვენი უმთავრესი ამოცანაა,“-აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.
 
 
 
 
 

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...