მთავარისიახლეებისამართალიუფლებამოსილების ვადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს და სამ მოსამართლეს ხვალ ეწურებათ

უფლებამოსილების ვადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს და სამ მოსამართლეს ხვალ ეწურებათ

Published on

უფლებამოსილების ვადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს და მასთან ერთად სამ მოსამართლეს ხვალ ეწურება. ცნობილია ის სამი ადამიანი, ვინც ვაკანტურ ადგილებს დაიკავებს – ესენი არიან თემურ ტუღუში, გიორგი კვერენჩხილაძე და ირინა იმერლიშვილი.საკონსტიტუციო სასამართლოში ღიად რჩება ერთი სკამი, რომელსაც შემდეგი მოწვევის პარლამენტის მიერ დამტკიცებული მოსამართლე დაიკავებს.ცნობილია, რომ ახალი მოსამართლეები მუშაობას მას შემდეგ შეუდგებიან, რაც დადებენ ფიცს და დაკომპლექტდება კოლეგიები, ასევე მოხდება არჩევა თავმჯდომარის. უკვე ცნობილია, რომ ფიცის დადების ცერემონიალი, კვირას, 2 ოქტომბერს გაიმართება და მას პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დაესწრებიან. 
 
 
 
 

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...