მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ოდიში'' - ის სატელევიზიო დებატებზე დაწყებული კამათი დღეს მკვეთრი...

,,ოდიში” – ის სატელევიზიო დებატებზე დაწყებული კამათი დღეს მკვეთრი განცხადებებითა და ურთიერთბრალდებებით გაგრძელდა

Published on

ტელეკომპანია ,,ოდიშის'' პირდაპირ ეთერში გამართულ  გუშინდელ   დებატებზე დაწყებული კამათი გადაცემის ორ მონაწილეს შორის დღეს ბრიფინგითა და მკვეთრი განცხადებებით გაგრძელდა.  
ქ. ზუგდიდის საკრებულოს  მაჟორიტარი წევრობის  კანდიდატმა ნინო კვარაცხელიამ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან “  პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ბოდიშის მოხდა მოითხოვა  თავისი კონკურენტისგან დავით ვერავასგან , რომელმაც ღია ეთერში განაცხადა, რომ იგი ტესტირებაში ჩაიჭრა და სწორედ ამ და არა სხვა მიზეზით  დაითხოვეს  სამსახურიდან. 
ნინო კვარაცხელიას  თქმით,    მერიის სოციალური სამსახურის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობა  მას სულ სხვა მოტივით დაატოვებინეს და აპელირება ტესტირების შედეგებზე სრული სიცრუეა – სინამდვილეში  მან წარმატებით გაიარა საჯარო მოხელეთა შესარჩევი ტესტირება და გამსვლელი, 33 ქულა მოიპოვა, თუმცა სამსახურის დატოვება მაინც მოუხდა.  მან  ბრიფინგზე წარმოადგინა  ცნობა, რომელიც,  მისი თქმით, ადასტურებს მის მიერ საატესტაციო-საკონკურსო გამოცდაზე მიღებულ ამ  შედეგს.
ნინო კვარაცხელიამ  განაცხადა, რომ მისმა კონკურენტმა ,, თავისუფალი დემოკრატებიდან"   ამ განცხადებით  შეურაცხყოფა მიაყენა მას და საჯაროდ  ბოდიშის მოხდა მოითხოვა მისგან .  ამასთან მოუწოდა დავით ვერავას დაინტერესდეს  ქალაქის მერიაში დასაქმებულთა ბიოგრაფიითა და მათი კვალიფიკაციით  და თავი ანებოს არარსებული კომპრომატების  ძიებას  „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატის წინააღმდეგ. 
ბრიფინგზე განცხადება გააკეთა  აგრეთვე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატმა პარტიიდან გურგენ სართანიამ.  ,,ჩვენ  მსგავსი მეთოდებით ბრძოლას უფრო „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან ვდელოდით, ვიდრე  „თავისუფალი დემოკრატებისგან“ – განაცხადა მან  და დასძინა, რომ   ალიანსი იღებს  ყველა გამოწვევას და დაამტკიცებს  საკუთარ სიმართლეს  ყველგან და ყოველთვის. 
 
,,პატრიოტთა ალიანსის" დღევანდელ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებებს  გამოეხმაურა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „თავისუფალი დემოკრატებიდან” დავით ვერავა. მის განცხადებაში ნათქვამია, რომ    ბოდიშის მოხდას არ აპირებს, რადგან ტელეეთერში სრული სიმართლე თქვა და  ,,პირიქით, ქალბატონ კვარაცხელიას აქვს ბოდიში მოსახდელი მოსახლეობისთვის და იმ ჟურნალისტებისთვის, რომლებსაც დღეს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა''.
მისი თქმით, ბრიფინგზე  წარმოდგენილი ცნობა  ასახავს ნინო კვარაცხელიას მიერ აბაშის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე   ნაჩვენებ შედეგებს, სადაც მან მართლაც დააგროვა  მინიმალური 33 ქულა, მაგრამ ამას არავითარი კავშირი არა აქვს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებულ საკონკურსო-საატესტაციო გამოცდებთან, სადაც მან   ვერ გადალახა  მინიმალური ზღვარი  და ვერ გადავიდა   შემდეგ ეტაპზე. ''
ნინო კვარაცხელია ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან" და  დავით ვერავა ,,თავისუფალი დემოკრატებიდან" წარდგენილი არიან ზუგდიდის საკრებულოს მაჟორტარი წევრობის  კანდიდატებად  ე.წ პრესოვკა-მახარაძის უბანში 
 

სიახლეები

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...

ელენე ხოშტარიას მკურნალობის პროცესის დასაგეგმად ექიმების კონსილიუმი შეიკრიბება

ელენე ხოშტარიას მკურნალობის პროცესში შესაძლოა უცხოელი ექიმებიც ჩაერთონ - ამის შესახებ "პირველებთან" კოალიცია “ცვლილებისთვის“...

სასკოლო წიგნების ყდებზე ეროვნული ღირებულებები იქნება წარმოჩენილი-მიქანაძე

კონცეფცია იცვლება, ყდებზე ეროვნული ღირებულებები იქნება წარმოჩენილი. მოგიყვანთ მარტივ მაგალითს, ქიმიის სახელმძღვანელოს ყდაზე იქნება ქართული...

“ სკოლის ფორმებს საზოგადოება მიესალმება, ფასს უახლოეს დღეებში დავადგენთ” – მიქანაძე

ივანიშვილის განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის მტკიცებით, სასკოლო ფორმებს "საზოგადოება მიესალმება". მიქანაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში...