მთავარისიახლეებიმსოფლიოჯონ კერი მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს ძალადობა ქალაქ ალეპოში

ჯონ კერი მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს ძალადობა ქალაქ ალეპოში

Published on

ჯონ კერიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ აშშ სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს სირიაში ვითარების გამწვავების გამო და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მოსკოვს მიიჩნევს პასუხისმგებლად იმ ვითარებაზე, მათ შორის იმ ბომბების გამოც, რომლებიც ქალაქის დასაბომბად გამოიყენება. აშშ მზადაა რუსეთთან ერთობლივი მუშაობა შეწყვიტოს სირიაში კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების საკითხში, თუკი რუსეთი ქალაქ ალეპოში ძალადობას არ შეწყვიტა.
ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც ამჟამად საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, უმძიმესი სიტუაციაა შექმნილი. აღნიშნულ რაიონში დარჩა მხოლოდ 30 ექიმი, არსებობს სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტი, დაშავებულთა რაოდენობა კი დღითი დღე იზრდება.3 სექტემბრის შემდეგ  ალეპოს დაბომბვის შედეგად  გაერო-ს ბავშვთა ფონდის მონაცემებით,  სულ მცირე 96 ბავშვი დაიღუპა და 223 დაშავდა. 
სირიის არმიამ ალეპოზე შეტევითი ოპერაცია 19 სექტემბერს დაიწყო. ალეპოს , გავრცეებული ცნობებით ბომბავს რუსული ავიაციაც.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...