ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში საზოგადოებრივ-პოლიტიკური განწყობების შესაქმნელად ამა თუ იმ ჯგუფებს ფარული ჩანაწერების გამოყენება-გავრცელება სჭირდებათ, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა.ეკა მიშველაძის თქმით, პრეზიდენტი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, კომპეტენტური გამოძიება აწარმოონ როგორც დღეს გავრცელებულ, ასევე სხვა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით და ყველა კითხვას გასცენ პასუხი, რაც ამ თემაზე საზოგადოებაში არსებობს.ინტერნეტსივრცეში სავარაუდოდ საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის ჩანაწერი გავრცელდა. აუდიოჩანაწერის თანახმად, საუბარში მონაწილე პირები რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ირმა ნადირაშვილი, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი, გიგი წერეთელი ფიგურირებენ.
ეკა მიშველაძე: საზოგადოებრივ-პოლიტიკური განწყობების შესაქმნელად ამა თუ იმ ჯგუფებს ფარული ჩანაწერების გამოყენება-გავრცელება სჭირდებათ
Published on