მთავარისიახლეებიპოლიტიკავინ არის 15 აბაშელი, რომელმაც პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვა?

ვინ არის 15 აბაშელი, რომელმაც პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვა?

Published on

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ აბაშის რაიონული ორგანიზაციის 15-მა წევრმა პარტია დატოვა და  მხარდაჭერა გამოუცხადა აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან“ ოთარ 
„ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე,  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ოთარ დანელიას დასახელებამ აბაშა მარტვილის მუნიციპალიტეტებში ჩვენ „თავისუფალ დემოკრატებს“ ჩამოგვიყალიბა ღრმა შინაგანი რწმენა, რომ ქვეყანა განვითარების სწორი გზით ივლის მშვიდობის, დემოკრატიისა და აღმშენებლობის მიმართულებით. აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დავტოვოთ პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ რიგები და „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოსთან ერთად ვაშენოთ ერთიანი და ძლიერი საქართველო,“-განაცხადეს მათ ოთარ დანელიას საარჩევნო შტაბში.
თავისუფალი დემოკრატების“ აბაშა-მარტვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ირაკლი პერტენავას განცხადებით, „ქართულ ოცნებაში“ გადასული 15 პირი მათი პარტიის წევრი არასდროს ყოფილა.
„ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს ადამიანები ჩვენი პარტიის წევრები არასდროსყოფილან. შესაბამისად, ისინი პარტიას ვერ დატოვებდნენ. ეს არის ჩვენი პარტიის მიმართ მიზანმიმართული ანტიპიარი, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ დიდი რეიტინგი გვაქვს. ვახორციელებთ ჯანსაღ საარჩევნო პროცესებს. ამიტომ, ეს არის სრული აბსურდი. –  განაცხადა მან.
 

 
 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...