მთავარისიახლეებისაზოგადოებათსუ - ში სწავლის დაწყების ცერემონია ჩაიშალა, სტუდენტებმა ხელისუფლებას მილოცვის საშუალება არ...

თსუ – ში სწავლის დაწყების ცერემონია ჩაიშალა, სტუდენტებმა ხელისუფლებას მილოცვის საშუალება არ მისცეს

Published on

სახელმწიფო უნივერისტეტთან სტუდენტები და მინისტრთა კაბინეტის წევრები არიან შეკრებილები. სწავლის დაწყების ცერემონია, რომელზეც თსუ-ს ახალ რექტორს გია შარვაშიძესს და სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელებს სტუდენტებისთვის სწავლის დაწყება უნდა მიელოცათ, ჩაიშალა. 
„აუდიტორია 115“-ის სტუდენტებმა რექტორს   მიმართვის საშუალება არ მისცეს და გამომსვლელთა ადგილი დაიკავეს .  
 
,,უნივერსიტეტის ავტონომისაგან მხოლოდ ფასადი დარჩა.- აცხადებს  „აუდიტორია 115“, რომლის წევრები თანამოაზრეებთან ერთად ამ წუთებში თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ეზოში დგანან და  6 პუნქტიან მოთხოვნას აყენებენ. მოთხოვნები ეხება ხარისხიან და ხელმისაწვდომ განათლებას, საუნივერსიტეტო ავტონომიას, გარე რეფორმირების პრინციპის დანერგვას, სტუდენტური თვითმმართველობის არსებული სტრუქტურის ძირეულ რეფორმას, უნივერსიტეტის 2017 წლის ბიუჯეტში თანხის გამოყოფას სტუდენტური საერთო საცხოვრებლის პირობების გასაუმჯობესებლად. განსაკუტრებული სიმწვავით მოითხოვენ ისინი   აკადემიური რეგისტრაციის შესაძლებლობა მიეცეთ   სტუდენტებს, რომლებსაც სურთ სწავლის გაგრძელება და თანხის გადაუხდელობის გამო არ ეხსნებათ ბაზა. 

 
„ამაზე მეტი ავტომონომია რა უნდა იყოს,  ეს ყველაფერი ღია კარის მტვრევას ჰგავს, – ასე ეხმაურება განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა  „აუდიტორია 115“-ის პროტესტს. აქ ვდგავართ და საშუალება აქვთ ისაუბრონ. სწორედ ამას ვაპირებთ, რომ უნივერსიტეტს ჰქონდეს მეტი ავტონომია, საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებული განათლება. გვჯერა, რომ ეს ხალხი არის ის, ვინც ირჩევს რადიკალურ ფორმას, მაგრამ მათი შენიშვნების შინაარს იზიარებს. თუკი ჩვენთან ერთად იმუშავებენ, ყველაფერს მივაღწევთ. ახლა კი მგონია, რომ ღია კარის მტვრევას ჰგავს ეს ყველაფერი“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. 
 
ჯეჯელავას თქმით, ის ეთანხმება პროტესტის შინაარს, თუმცა არა რადიკალურ ფორმებს. 
 
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...