მთავარისიახლეებიპოლიტიკასანდრა რულოვსი: ,, მიხეილ სააკაშვილი აქ იქნება, ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბის გათხრაც...

სანდრა რულოვსი: ,, მიხეილ სააკაშვილი აქ იქნება, ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბის გათხრაც რომ დასჭირდეს”(video)

Published on

,,,მიხეილ სააკაშვილი  ქართველ ხალხთან ერთად იზეიმებს გამარჯვებას – ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბის გათხრა რომ დასჭირდეს, ამას გააკეთებს და ჩვენთან ერთად იქნება'' – განაცხადა სანდრა რულოვსმა დღეს ზუგდიდში გამართულ მრავალათასიან შეხვედრაზე მოსახლეობასთან.
”მიშა იძახის, ,, სანდრა ეს მე ვარ'' . ძალიან ვცდილობ, რომ პოლიტიკოსობა ვისწავლო, მაგრამ რა თქმა უნდა, ჯერ ძალიან შორს ვარ მისი ნიჭისგან და ხედვისგან. მან ყოველთვის წინასწარ იცის, რა უნდა მოხდეს და ეს მართლდება. ის აქ იქნება ჩვენთან ერთად, რომ გამარჯვება იზეიმოს. – განაცხადა მან.
სანდრა რულოვსმა ილაპარაკა წინააღმდეგობებზე და მუქარებზე,  რომელიც  ხელისუფლების მხრიდან მოდის, მაგრამ ”ჩვენი მხარდაჭერა ყოველდღიურად იზრდება. კიდევ დაგვრჩა 12 დღე და უნდა ვანახოთ ჩვენი ძალა. ჩვენ ბევრნი ვართ და ვერავინ მოგვერევა”, – განაცხადა მან
 

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...