მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ისეთ რისკებზე აღარ წავა, როგორც ადრე -...

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ისეთ რისკებზე აღარ წავა, როგორც ადრე – ახლა მეტი სიფრთხილე და გამოცდილება აქვს (Video)

Published on

რა დაპირებები გასცა ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს და რა შეასრულა 2012 წლის ბოლომდე – ამ კითხვით მიმართა  რუსთავი 2 – ის გადაცემა ,,პოსტსკრიპტუმის''  გადამღებმა  ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში.  
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს,. რომ საარჩევნო პროგრამის მხოლოდ ნაწილი შესრულდა, და  ქვეყანაში  კიდევ ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი. 
მიხეილ სააკაშვილი ნანობს, რომ  2012 წლამდე პროგრამების ნაწილის დაწყება ვერ შეძლო,  ნაწილი კი დაიწყო და ბოლომდე ვერ მოასწრო მისი მიყვანა.
 თავის დროზე, 2010-2011 წლებში ვერ მოხერხდა პროკურატურის რეფორმის დასრულება და ძალოვანი უწყების სრული ჩამოცილება ბიზნესისგან, თუმცა ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პროგრამა ამას ითვალისწინებს. 

რაც შეეხება მოსახლეობის ეკონომიკურ სიდუხჭირეს, მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ სამუშაო ადგილებთან ერთად უნდა მოხდეს მოქალაქეების გადამზადებაც, რათა მათ შემდეგ მარტივად შეძლონ სამსახურის პოვნა და მუშაობა. ამის გარეშე   სიღარიბეს რანაირი სოციალური პროექტი ვერ აღმოფხვრის .სწორედ 2008-12 წლებში მიხეილ სააკაშვილი და მაშინდელი მმართველი გუნდი ამბობდნენ, რომ საქართველოში ლაზიკას პორტი აშენებულიყო. მიხეილ სააკაშვილი დღეს ამბობს, რომ ეს პროექტი დაიწყო, თუმცა დასრულება ვერ მოასწრო. მიაჩნია, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა და პორტის მშენებლობა გააჩერა. ეს ხელს შეუწყობდა დასაქმებას, ამის მაგალითად ილიჩევსკის პორტი მოჰყავს, რომელიც ადგილობრივებს ასაქმებს.
სააკაშვილმა ათობით პროექტზე ისაუბრა, მათ შორის  ყველა იმ პროექტზე,  რომლის განხორციელებაც დაწყებული იყო და მოქმედმა მთავრობამ შეაჩერა.
კითხვაზე, რა ცვლილებები მოხდა თავად მასში, მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა: 
"მე თვითონ შევიცვალე, მე თვითონ ბევრი რამე ვისწავლე ამ შეცდომებზე. ძალიან განსხვავებული ვარ იმ წინა წლებთან შედარებით. მე ახლა ისეთ რისკებს ვეღარ ვიღებ, მაშინ უფრო თავზეხელაღებული ვიყავი. მაგრამ უფრო მეტ სიფრთხილესთან ერთად, უფრო მეტი გამოცდილება მაქვს,"- 
 
 
 

სიახლეები

ეს ბიჭები არ არიან დაპატიმრებულები, ესენი არიან ტყვეები -ლიკა გუნცაძე

ივანიშვილის რეჟიმის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძე დღეს პროევროპული აქციის დროს დაკავებულების სასამართლო...

სასამართლოზე ირაკლი მიმინოშვილი უჰაერობის გამო ცუდად გახდა

სინდისის პატიმრების პროცესზე შესვენება გამოცხადდა - მიზეზი ერთ-ერთი პატიმრის, ირაკლი მიმინოშვილის შეძლოდ გახდომა გახდა. ირაკლი...

პატივცემულო მოსამართლევ, შეხედეთ ბრალდებულებს, ჯერ არ შეგიხედავთ, ჰგვანან იმ მონსტრებს, როგორადაც მათ ბრალდება გვისახავს? – ცხადაძის ადვოკატი

ბრალდება რომ საუბრობს, დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარეობს საფრთხეო, პროკურორი ვერ მიუთითებს, რაში გამოიხატება ეს საფრთხე......