მთავარისიახლეებიპოლიტიკაენმ " ხელისუფლებას დარჩა ერთადერთი გზა- აგვიკრძალონ და ხელი შეგვიშალონ"(video)

ენმ ” ხელისუფლებას დარჩა ერთადერთი გზა- აგვიკრძალონ და ხელი შეგვიშალონ”(video)

Published on

“ერთანი ნაციონალური მოძრაობა“ ქალაქის მერიას მიზანმიმართულ ხელშეშლაში ადანაშაულებს.პარტიის ადგილობრივი პრგანიზაციის ლიდერები აცხადებენ, რომ დღეს 2 საათზე მეორე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილ აქციის ჩატარებაზე მერია უარს ეუბნება. ამ საკითხზე პარტიის შტაბის ხელმძღვანელმა ლაშა დამენიამ ჟურნალისტებისთვის სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.“ზუგდიდის მერიისგან მივიღეთ რეკომენდაცია და არა აკრძალვა, მათ რომ გამოეგზავნათ აკრძალვის წერილი, ჩვენ აქ არ ჩავატარებდით შეკრებას.მიზეზად გვისახელებენ სკოლის მიმდებარე ტერიტორიას და ალტერნატიულ ფართს გვთავაზობენ სკეიტ პარკში. არადა, სკოლა 2 საათზე უკვე დამთავრებულია, თან ჩვენ ამ აქციას სკოლის ეზოში არ ვატარებთ“- განაცხადა დამენიამ. მისივე განცხადებით, საპატრულო პოლიციამ ყველა ის მანქანა დააჯარიმა, რომელთაც აპარატურა შემოჰქონდათ აღნიშნულ ტერიტორიაზე.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...