მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით ბაქრაძე: „როგორ მოგვატყუეს, მოგვაშორეთ - ასეთია ხალხის განწყობა''

დავით ბაქრაძე: „როგორ მოგვატყუეს, მოგვაშორეთ – ასეთია ხალხის განწყობა”

Published on

12 დღეში უარს ვეტყვით ტყუილს, არაფრის კეთებას, დაპირისპირებას, ხალხზე დაბრალებას ცუდი ცხოვრების და ავირჩევთ წინ წასულ, ფეხზე დამდგარ, უკეთეს საქართველოს“ – განაცხადა.  „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე 
მისი  შეფასებით, ,,8 ოქტომბერს წყდება არა რომელიმე პარტიის  არამედ ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის ბედი. ეს არის ბრძოლა საქართველოს გამარჯვებისთვის, თითოელი ოჯახის უკეთ ცხოვრებისთვის. 
ჩვენ ავაშენებთ იმ ქართულ სახელმწიფოს, რომელიც მოქალაქეებს არ მოატყუებს, ჩვენ ავაშენებთ საზოგადოებას, რომელიც ერთმანეთს კი არ შეჭამს, ექნება შემოსავალი – მაცივარში ექნება საჭმელი და ერთმანეთს არ დააჭმევინებს მთავრობ„„ხალხის განწყობაა ასეთია: „როგორ მოგვატყუეს, მოგვაშორეთ. ყველას მოგვწყინდა მუდმივი გაჭირვება, არაფრის კეთება, გადაბრალება, ხელის სხვისკენ გაშვერა. გახედეთ რა გაუკეთებიათ 4 წლის განმავლობაში? 
მათ საარჩევნო  კლიპშიც კი, რომლის მესიჯია ,,ჩვენი საქართველო აქ არის'' ჩანს ჩვენი აშენებული გზები და ქალაქები , მათი არის მარტო დრონი და მათი გაღიმებული სახეები. ამიტომ მინდა ყველას ვუთხრა, მე არ ვიცი, სადაა მთავრობის საქართველო, მაგრამ აქ ჩვენი საქართველოა, ის ქვეყანა, რომლის შენებაც დავიწყეთ 2004 წელს, სადაც არც გზა იყო, არც შუქი, არც პენსია… აი, ეს იყო 2004 წელს ჩვენი საქართველო და ის ჩვენ 2012 წლამდე ფეხზე დავაყენეთ. ამ ჩვენს საქართველოს დღეს ფეხზე დაყენება და შველა ისევ სჭირდება და მას 8 ოქტომბერს ისევ ვუშველით, ისევ ფეხზე დავაყენებთ და ისევ წინ წავიყვანთ. მე მჯერა ჩვენი გამარჯვების“, – მიმართა ბაქრაძემ მხარდამჭერებს.
 
 
 
 
 

სიახლეები

საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს – ჯო უილსონი

უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები! - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო...

საია პროკურატურას მოუწოდებს, დროულად განახორციელოს ქორიძეზე და გახარიაზე თავდამსხმელთა დევნა

საია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, ეფექტიანი საპროცესო ზედამხედველობის ფარგლებში, დროულად განახორციელოს გიორგი გახარიას და ზვიად...

პარტია “საქართველოსთვის” განცხადებას ავრცელებს

ჯგუფური თავდასხმა გიორგი გახარიაზე - "საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს. გახარიას პარტია ითხოვს დაუყონებლივ და საფუძვლიან გამოძიებას...

გიორგი გახარიას პირველი განცხადება მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ

გიორგი გახარიას პირველი განცხადება მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ - პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი სოციალურ ქსელში...