მთავარისიახლეებიპოლიტიკადადგა დრო, ვიფიქროთ ჩატეხილი ხიდების აღდგენაზე, ჩვენს ურთიერთობებში მშვიდობას და მეგობრობას ალტერნატივა...

დადგა დრო, ვიფიქროთ ჩატეხილი ხიდების აღდგენაზე, ჩვენს ურთიერთობებში მშვიდობას და მეგობრობას ალტერნატივა არ გააჩნია” – კვირიკაშვილი აფხაზებს განმუხურიდან მიმართავს

Published on

დადგა დრო, ვიფიქროთ ჩატეხილი ხიდების აღდგენაზე, ჩვენს ურთიერთობებში მშვიდობას და მეგობრობას ალტერნატივა არ გააჩნია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განმუხურში განაცხადა, სადაც ბოტანიკური ბაღისა და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტების პრეზენტაციისას განაცხადა.კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს გაიხსენა, რომ ხვალ საქართველოს ისტორიაში ტრაგიკული – სოხუმის დაცემის დღეა.”ის ომი იყო ტრაგედია ქართველებისთვისაც და აფხაზებისთვისაც. ეს იყო ტრაგედია, რომლის თავიდან აცილება ჩვენ სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ. მაგრამ დადგა დრო, როცა ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ, უნდა ვიფიქროთ ჩატეხილი ხიდების აღდგენაზე. ჩვენს ურთიერთობებში მშვიდობას და მეგობრობას ალტერნატივა არა გააჩნია", – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.მთავრობის მეთაურმა ყოფილი პრემიერის მიერ გაჟღერებულ ინიციატივაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ წინადადება უნიკალურია.კირიკაშვილის შეფასებით, ეს წინადადება და შეთავაზება უკვე არის ქართულ-აფხაზური ძმობის აღდგენისკენ გადადგმული საქმიანი და კონკრეტული ნაბიჯი. ”ბატონმა ბიძინამ გამოთქვა მზაობა დააფინანსოს ანალოგიური 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსისა და ბოტანიკური ბაღის მშენებლობა გამყოფი ხაზის მეორე მხარესაც. ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მისგან მიღებული მოგება მოხმარდება ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას და ინფრასტრუქტურის განვითარებას. ეს არის მართლაც უნიკალური წინადადება, რომელიც სრულად შეესაბამება სახელმწიფოს სამშვიდობო და შერიგების პოლიტიკას. ეს ნაბიჯიც ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენ მზად ვართ გავუზიაროთ ჩვენი წარმატება გამყოფი ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას. ეს არის უკვე კონკრეტული წინადადება, რომ ჩვენი აფხაზი ძმები გავხადოთ ჩვენი განვითარების მონაწილე და თანაზიარი. აქედან, განმუხურიდან კიდევ ერთხელ ვაჟღერებ ჩვენს გზავნილს ჩვენი აფხაზი ძმებისადმი – ყველა წარმატება და სიკეთე თქვენიცაა და ჩვენ გვჯერა, რომ დადგება დრო და მოვახერხებთ ნდობის აღდგენას, შერიგებას. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ამ მხარის აღორძინება არა მარტო ამ რეგიონის განვითარებას, არამედ მთელი საქართველოს წინსვლას შეუწყობს ხელს", – აღნიშნა პრემიერმა.

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...