გაიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელიც მოწვეულ იქნა ალეპოში განახლებულ საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით.. ბოლო მონაცემებით 9 სექტემბრის ზავის დარღვევს შემდეგ, ბოლო ორი დღის განმავლობაში 80 ადამიანზე მეტია დაღუპული, ქალაქი დარცენილია სასმელი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე, საძირკვლამდეა დანგრეული აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე შენობები, ნანგრევებში მოყოლილია ასობით ადამიანი, რომელთა გამოყვანა ვერ ხერხდება. ბაშარ ასადიცა და ამბოხებულებიც იყენებენ მსხვილი კალიბრის ბომბებს , , რომელთაც მოსახლეობა მსკდომარე კასრებს უწოდებს.მსხვერპლი და ნგრევა მოაქვს რუსეთის ქმედებებს, რომელიც შეერთებული შტატების წარმომადგენელმა სირიაში სამანტა პაუერმა შეაფასა, როგორც "ბარბაროსობა და არა ანტიტერორისტული ოპერაცია" .
მან მოუწოდა უშიშროების საბჭოს დანარჩენ წევრებს არ უყურონ ჩუმად ადამიანების ხოცვას.
თავის მხრივ რუსეთის ელჩმა, ვიტალი ჩურკინმა ერთ კვირიანი ზავის დარღვევაში ასადის ოპოზიცია დაადანაშაულა. მისი თქმით, სირიაში მშვიდობის დამყარება შეუძლებელ მისიად იქცა.