მთავარისიახლეებიმსოფლიოაშშ-ს პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჰილარი კლინტონი,პირველი დებატების წინ, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს ...

აშშ-ს პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჰილარი კლინტონი,პირველი დებატების წინ, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს 2%-ით უსწრებს

Published on

26 სექტემბერს ქვეყანაში პირველი საპრეზიდენტო დებატები გაიმართება. აშშ-ს პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჰილარი კლინტონი პირველი დებატების წინ, პოპულარობით, რესპუბლიკელ კანდიდატს დონალდ ტრამპს 2 %-ით უსწრებს. ამას მოწმობს ტელეკომპანია "ეი-ბი-სი"-სა და "ვაშინგტონ პოსტის" ერთობლივი გამოკითხვები. შედეგებმა აჩვენა, რომ 46 % ხმას კლინტონს მისცემდა, 44 % კი – ტრამპს.გამოკითხულებისგან ასევე, აინტერესებდათ, ვინ გაიმარჯვებს დებადეტებისას. 47 %-ის აზრით, გამარჯვებული ჰილარი კლინტონი იქნება, 33% კი გამარჯვებას ტრამპს უწინასწარმეტველებს. მოგეხსენებათ, საპრეზიდენტო არჩვენებში რესპუბლიკური პარტიას წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მაგნატი დონალდ ტრამპი, დემოკრატიულს კი – ამერიკის ყოფილი პირველი ლედი და ყოფილი სახემწიფო მდივანი – ჰილარი კლინტონი. წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამადე სკანდალურად ცნობილი მილიარდერის შესაძლო წარმატებაზე აშშ-ში ბევრს ხუმრობდნენ, თუმცა შიდაპარტიული არჩევნების შედეგები განსხვავებული აღმოჩნდა – ტრამპმა რამდენიმე შტატში გამარჯვება მოიპოვა, მისი შანსები კიდევ უფრო გაიზარდა,  მას შემდეგ ბევრისთვის მოულოდნელად, რაც ნიუ-ჯერსის გუბერნატორმა კრის კრისტიმ მხარი მას დაუჭირა. რაც შეეხება ჰილარი კლინტონს ის პარტიის შიგნით უპირობო ლიდერი თავიდანვე იყო.აშშ-ს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ კლინტონი გამარჯვების შემთხვევაში შესანიშნავი პრეზიდენტი იქნება. თუ მან მართლაც მოპოვა წარმატება  ჰილარი აშშ-ს ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდნეტი იქნება. მას შემდეგ, რაც დასავლურ პრესაში ჰილარი კლინტონის ავადმყოფობაზე ალაპარაკდნენ, გაჩნდა სტატიები, სადაც უკვე დემოკრატიული პარტიის სათადარიგო კანდიდატის შესახებ დაიწყეს ლაპარაკი. "ტელეგრაფი" ირწმუნებოდა, რომ თუკი ჯამრთელობის მდგომარეობის გამო ჰილარი კლინტონი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებდა, მას ჯო ბაიდენი ან ბერნი სანდერსი ჩაანაცვლებდნენ, თუმცა, სავარაუდოდ, ეს საჭირო არ გახდება. ჰილარი კვლავაც საბრძოლო ფორმაშია!  

სიახლეები

“ოცნება“ იტყუება, როცა ამბობს, რომ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა სურს – უილსონი

"გასაკვირი არ არის, რომ ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი „ჩინეთის კომუნისტურ პარტიელ“ მეგობრებთან გაიქცა" -...

რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა ახალი, მე-20 პაკეტისთვის მზადება დაწყებულია

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-20 პაკეტის მომზადება დაიწყო. მედიის ინფორმაციით, ეს საკითხი განიხილეს ლიეტუვის...

ბევრად უფრო სახიფათო თემა, ნეიტრალიტეტი მზადდება – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ე.წ. ხელისუფლების მიერ დაგეგმილ, ქვეყნისთვის საზიანო სავარაუდო გეგმაზე...

ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გირაოდ თითო მილიონის გადახდა მოუწევთ

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ლელოს ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და...