მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ აქციას ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ანონსებს და წერს, რომ მთლიანად საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის მხარდასაჭერად ერთვება აქციაში." ხვალ, ზუგდიდში წინასაარჩევნო აქციას ჩავერთვები, ერთი ჩემი ძალიან ახლობელი კანდიდატის, მთლიანად ნაციონალური მოძრაობისა და საქართველოს მხარდასაჭერად. იმედია, მეგრელები გაიმეორებენ და აჯობებენ კიდეც, დღევანდელ ფენომენალურ ბათუმურ აქტიურობას."- წერს სააკაშვილი. შეგახსენებთ, რომ დღეს ნაციონალური მოძრაობის ლიდერები დავით ბაქრაძე, სანდრა რულოვსი, ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე ბათუმის ბულვარში ამომრჩეველს შეხვდნენ.მათ ბათუმელებს კიდევ ერთხელ შეახსენეს ნაციონალური მოძრაობის სამოქმედო გეგმა.პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ 8 ოქტომბრის გამარჯვების მეორე დღესვე მთავრობის ახალი შემადგენლობით მუშაობას შეუდგებიან.მოსახლეობასთან საუბრის დროს პოლიტიკურმა ლიდერებმა ის ოთხი მინისტრიც დაასახელეს, რომელიც მათი გამარჯვების შემთხვევაში მთავრობის შემადგენლობაში აუცილებლად იქნება.