მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი:"ხვალ, ზუგდიდში წინასაარჩევნო აქციას ჩავერთვები"

მიხეილ სააკაშვილი:”ხვალ, ზუგდიდში წინასაარჩევნო აქციას ჩავერთვები”

Published on

მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ აქციას ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ანონსებს და წერს, რომ მთლიანად საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის მხარდასაჭერად ერთვება აქციაში." ხვალ, ზუგდიდში წინასაარჩევნო აქციას ჩავერთვები, ერთი ჩემი ძალიან ახლობელი კანდიდატის, მთლიანად ნაციონალური მოძრაობისა და საქართველოს მხარდასაჭერად. იმედია, მეგრელები გაიმეორებენ და აჯობებენ კიდეც, დღევანდელ ფენომენალურ ბათუმურ აქტიურობას."- წერს სააკაშვილი. შეგახსენებთ, რომ დღეს ნაციონალური მოძრაობის ლიდერები დავით ბაქრაძე, სანდრა რულოვსი, ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე ბათუმის ბულვარში ამომრჩეველს შეხვდნენ.მათ ბათუმელებს კიდევ ერთხელ შეახსენეს ნაციონალური მოძრაობის სამოქმედო გეგმა.პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ 8 ოქტომბრის გამარჯვების მეორე დღესვე მთავრობის ახალი შემადგენლობით მუშაობას შეუდგებიან.მოსახლეობასთან საუბრის დროს პოლიტიკურმა ლიდერებმა ის ოთხი მინისტრიც დაასახელეს, რომელიც მათი გამარჯვების შემთხვევაში მთავრობის შემადგენლობაში აუცილებლად იქნება.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...