მთავარისიახლეებიმსოფლიოალეპოში სისხლისმღვრელი ბრძოლებია – გაერო უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას მართავს

ალეპოში სისხლისმღვრელი ბრძოლებია – გაერო უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას მართავს

Published on

დღეს  ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება, იგი შესაძლოა, ადგილობრივი დროით 11.00 საათზე დაიწყოს. საბჭოს განხილვის მთავარი თემა იქნება სირიის ქალაქ ალეპოში მიმდინარე მოვლენები. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა   ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა  და საფრანგეთმა  მოითხოვეს.
უკანასკნელ დღეებში, ალეპოში სისხლისმღვრელი ბრძოლები მოქმედებები განახლდა .  ორი დღის წინ სირიის სახელისუფლებო ძალებმა გააკეთეს განცხადება, რომ   საბრძოლო მოქმედებებს გეგმავენ  იქამდე, სანამ არ დაიბრუნებენ სრულ  კონტროლს ქალაქზე, რომლის  ნაწილს    მეამბოხეები აკონტროლებენ.
გუშინ ინტენსიური საბრძოლო მოქმედებებს 45 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა,  გაერო-ს ბავშვთა ფონდის ცნობით,  ორ მილიონზე მეტ ადამიანს სასმელი წყალი არ მიეწოდება რადგან დაბომბვებში  დაზიანდა წყლის სატუმბი სადგურები,   შექმნილმა პრობლემამ შესაძლოა, ეპიდემია გამოიწვიოს, რადგან ადამიანებს დაბინძურებული წყლის მოხმარება მოუწევთ. აქტივისტების ცნობით,  სირიის პარალელურად ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილს , რომელიც მეამბოხეების კონტროლის ქვეშ არის რუსეთის ავიაციაც ბომბავს.
.გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა  უკვე გამოთქვა მწუხარება ალეპოში ვითარების ესკალაციის გამო  და დაგმო მსხვილი კალიბრის ბომბების გამოყენება . 
 

სიახლეები

F-15-ის პილოტის გადასარჩენად – აშშ-ის უნიკალური ღამის ოპერაცია მტრის ზურგში

ოთო კონჯარია აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა ბრწყინვალე, წარმოუდგენლად რთული ოპერაცია ჩაატარა და ირანის ტერიტორიიდან ჩამოგდებული...

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს საქართველოდან აძევებენ

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს, რომელიც ფეისბუქზე პოლიციის შეურაცხმყოფელი პოსტის გამოქვეყნების გამო თბილისში დააკავეს, სასამართლო...

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ტიკტოკერს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ „ტიკტოკერს“, თეკლა გერსამიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - მას...

სეს აცხადებს, რომ ზუგდიდში ყველა ძაღლი დააბრუნა, ადგილობრივებს კი კითხვები აქვთ

ზუგდიდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 17 ძაღლი დააბრუნა. და უწყების ინფორმაციით, ქალაქიდან წაყვანილი ყველა,...