მთავარისიახლეებიმსოფლიოალეპოში სისხლისმღვრელი ბრძოლებია – გაერო უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას მართავს

ალეპოში სისხლისმღვრელი ბრძოლებია – გაერო უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას მართავს

Published on

დღეს  ნიუ-იორკში  გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება, იგი შესაძლოა, ადგილობრივი დროით 11.00 საათზე დაიწყოს. საბჭოს განხილვის მთავარი თემა იქნება სირიის ქალაქ ალეპოში მიმდინარე მოვლენები. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა   ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა  და საფრანგეთმა  მოითხოვეს.
უკანასკნელ დღეებში, ალეპოში სისხლისმღვრელი ბრძოლები მოქმედებები განახლდა .  ორი დღის წინ სირიის სახელისუფლებო ძალებმა გააკეთეს განცხადება, რომ   საბრძოლო მოქმედებებს გეგმავენ  იქამდე, სანამ არ დაიბრუნებენ სრულ  კონტროლს ქალაქზე, რომლის  ნაწილს    მეამბოხეები აკონტროლებენ.
გუშინ ინტენსიური საბრძოლო მოქმედებებს 45 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა,  გაერო-ს ბავშვთა ფონდის ცნობით,  ორ მილიონზე მეტ ადამიანს სასმელი წყალი არ მიეწოდება რადგან დაბომბვებში  დაზიანდა წყლის სატუმბი სადგურები,   შექმნილმა პრობლემამ შესაძლოა, ეპიდემია გამოიწვიოს, რადგან ადამიანებს დაბინძურებული წყლის მოხმარება მოუწევთ. აქტივისტების ცნობით,  სირიის პარალელურად ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილს , რომელიც მეამბოხეების კონტროლის ქვეშ არის რუსეთის ავიაციაც ბომბავს.
გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა  უკვე გამოთქვა მწუხარება ალეპოში ვითარების ესკალაციის გამო  და დაგმო მსხვილი კალიბრის ბომბების გამოყენება . 
 

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...