მთავარისიახლეებიპოლიტიკარომან გოცირიძემ "ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის ეკონომიკური პროგრამის შედარებითი ანალიზი” წარმოადგინა

რომან გოცირიძემ “ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის ეკონომიკური პროგრამის შედარებითი ანალიზი” წარმოადგინა

Published on

"ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის ეკონომიკური პროგრამის შედარებითი ანალიზი” რომან გოცირიძემ წარმოადგინა. ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ათეულის წარმომადგენელმა პრეზენტაცია სასტუმრო ამბასადორში გამართა.რომან გოცირიძის განცხადებით, ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამა არარეალისტური დოკუმენტია, რომელიც სამინისტროების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში და მომავალში გასაკეთებელი საქმეთა ჩამონათვალია და გაჯერებულია ტრადიციული ცრუ დაპირებებით.მისივე თქმით, ქართული ოცნების პროგრამით ქვეყნის ფინანსური რესურსი სათანადოდ არ არის შეფასებული.„ქართული ოცნების პროგრამა არის აგებული ილუზიებზე და შეგნებულად ცრუ დაპირებებზე. ამ პროგრამაში ჩამოთვლილი დაპირებების შესრულებას არ ეყოფა ჩვენზე 20-ჯერ მდიდარი ქვეყნის ბიუჯეტი. ისეთ ციფრებზე გავდივართ, რომ უბრალოდ ბავშვიც კი მიხვდება, რომ იქ მოყვანილი ლამაზი დაპირებები არის რეალობას მოწყვეტილი,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.
 
 
 
 
 

სიახლეები

სასამართლომ ზუგდიდელი აქტივისტი, შალვა ესართია 7 დღით პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ ზუგდიდელი აქტივისტი, შალვა ესართია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 7 დღით პატიმრობაში გაუშვა. გადაწყვეტილება...

სუს-ში BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაური გამოიკითხა

შსს-ს ყოფილი მინისტრი, ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით გამოიკითხა ცნობისთვის, 2025 წლის...

რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შევუჩერეთ – სურსათის სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შეუჩერეს. "სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის...

მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავა – მათ საქართველოდან გააძევებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს - მათ...