მთავარისიახლეებიპოლიტიკა"მომენატრა ჩემი ვენახი, მომენატრა ანაკლია"- მიხეილ სააკაშვილი (Video)

“მომენატრა ჩემი ვენახი, მომენატრა ანაკლია”- მიხეილ სააკაშვილი (Video)

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ლაივის დროს, როდესაც მოქალაქეთა შეკითხვებს უპასუხა, არ დააკონკრეტა, როდის აპირებს დაბრუნებას საქართველოში.ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებლის შეკითხვა სწორედ ამ საკითხს ეხებოდა, როცა ის დაინტერესდა, აპირებდა თუ არა სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას 5 ოქტომბერს. ამ შეკითხვაზე მიხეილ სააკაშვილმა ასე უპასუხა:"დავბრუნდები თუ არა 5 ოქტომბერს? მოდით, ინტრიგა დავტოვოთ, რა… ნუ ანერვიულებთ იმ კაცს, ისედაც ახლახან დალია სტაფილოს წვენი… მაგრამ აუცილებლად დავბრუნდები!", – თქვა მან, ლაივის ბოლოს კი დაამატა:"მომენატრა ჩემი ვენახი, მომენატრა ანაკლია, მომენატრა ბევრი რამ, რა ვიცი… ივანიშვილის გარდა, ყველანი მომენატრეთ…"

წყარო: www.fmabkhazia.com

 

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...