მთავარისიახლეებიპოლიტიკათამარ კორძაია - “ქართულ ოცნებაში“ არც ერთი გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის გარეშე არ...

თამარ კორძაია – “ქართულ ოცნებაში“ არც ერთი გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის გარეშე არ მიიღება

Published on

„ეს წერილი ადასტურებს იმას, რომ ყველა პროცესში, მათ შორის ღარიბაშვილის წასვლაშიც მონაწილეობდა ბიძინა ივანიშვილი. ამ წერილში ადრესატი არის ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ რომ მის პარტიაში, როგორც პარტიის დამფუძნებელს ყველა ეკითხება და შესაბამისად, არც ერთი გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის გარეშე „ქართულ ოცნებაში“ არ მიიღება“, – განაცხადა თამარ კორძაიამ. „ჩვენ ვამბობდით, რომ უნდა მომხდარი დეპერსონალიზაცია, ასევე ვსაუბრობდით ორპარტიულ კოალიციურ შეთანხმებაზე და ყველაფრის ფორმალიზებაზე, მაგრამ „ოცნება“ ამ გზას არ დაადგა“, – განაცხადა თამარ კორძაიამ. მისივე თქმით, მიმდინარე წლის მარტში ცივილური გაყრა არ მოხდა, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ასე არ ისურვა. „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით ჩვენ ფარულ ჩანაწერებს კი არ ვაქვეყნებთ, ვაქვეყნებთ იმას, რაც ჩვენს ხელთ არის და რაც ასევე შეიძლება იყოს საჯარო. წერილში ცალსახად არის საუბარი იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ მიუხედავად იმისა, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავდა, საკუთარ ღირებულებებს ნელ-ნელა შორდებოდა, რაც მიუღებელი იყო „რესპუბლიკური პარტიისთვის“. დადასტურდა კიდეც ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სრულიად უღალატა იმ დაპირებებს, რომლითაც ის 2012 წელს მოვიდა და ჩვენთვის უკვე მათთან თანამშრომლობვა აბსოლუტურად მიუღებელი იყო“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ”რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი დავით უსუფაშვილი ყოფილი და მოქმედი პრემიერების, ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი კვირიკაშვილისადმი 2016 წლის 11 მარტს გაგზავნილ წერილს ასაჯაროებს.წერილში უსუფაშვილი ადრესატებს წერს, რომ სასწრაფოდაა გადასაწყვეტი კოალიციის საარჩევნოდ დალაგების საკითხი. მისივე შეფასებით, ეს არის ნომერ პირველი კოალიციური, სახელისუფლებო და სახელმწიფო ამოცანა.წერილში საუბარია „რესპუბლიკელებთან“ ურთიერთობაზე. უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ შექმნილ ვითარებაში მას პრაქტიკულად ამოეწურა ”დამბალანსებელ-მომრიგებელ-შემრიგებელ-გადამგორებლის რესურსი”.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...