მთავარისიახლეებიპოლიტიკასანდრა რულოვსმა შეჩერებულ პროექტებზე ისაუბრა (Video)

სანდრა რულოვსმა შეჩერებულ პროექტებზე ისაუბრა (Video)

Published on

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სანდრა ელისაბედ რულოვსი ადგილობრივ მოსახლეობასთან წინასაარჩევნო პროგრამის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს,დეპუტატი ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატ ბესიკ გაბუნიასთან და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სხვა ადგილობრივ ლიდრებთან ერთად დღეს ანაკლიასა და განმუხურში იმყოფებოდა, სადაც მან ადგილობრივებს საინფორმაციო ბუკლეტები გადასცა. სანდრა რულოვსმა შეკრებილებს პარტიის სოცილურ- ეკონომიკური პროგრამა გააცნო -ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, გაზიფიცირება, შეჩერებული პროექტების განახლება, შიდა გზების რეაბილიტაცია , პენსიების ზრდა ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორცილოება, სოცილურად დაუცველებისთვის ჯანდაცვის პაკეტის ამოქმედება , ეს იმ დაპირებების მცირე ნაწილია რასაც "ნაციონალური მოძრაობის ლიდერები საკუთარ ამომრჩევლებს პირდებიან.განმუხურის მცხოვრებლები შეწყვეტილ სოციალურ დახმარებასა  და სხვა შეუსრულებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაობზე საუბრობენ, ასევე წინა ხელისფლების მიერ გაკეტებულ საქმეებზე ამახვილებენ ყუირადღებას."ერთიანი ნციონალური მოძრაობის"მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანაკლია განმუხურის დამაკავშირებელ ხიდთან სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც შეჩერებულ პროექტებზე ისაუბრა.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" სანდრა ელისაბედ რულოვსი პარტიის სხვა ადგილობრივ ლიდერებთან ერთად აგრძელებს შეხვედრებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობსთან, ის კარდაკარის პრინციპით თითქმის ყოველდღე ხვდება ადგილობრივებს

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...