ყველამ რომ მეილების გასაჯაროება დაიწყოს, არ მგონია, ეს ქვეყნის ინტერესებს წაადგეს, – ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ დავით უსუფაშვილის მიერ 2016 წლის 11 მარტს ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი კვირიკაშვილისადმი გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით განუცხადა. კობახიძის თქმით, ”ასეთ რეჟიმში პოლემიკა არ უნდა გაგრძელდეს”. ”დავით უსუფაშვილის წერილში ზოგადი დამოკიდებულებები დავინახე. მისი შინაარსი, რაც გუშინ მოვისმინე, ძალიან ზოგადია და არ ვიცი, კონკრეტულად რას გულისხმობდა. მოგეხსებათ, იყო დაძაბულობა და დაპირისპირება ”მრეწველებთან” და მათ განცხადებებთან დაკავშირებით. ამ სიტუაციაში უფრო ”ქართულ ოცნებას” და პრემიერ-მინისტრს ჰქონდა მომრიგებლის პოზიცია, ვიდრე თვითონ დავით უსუფაშვილს. რთული ვითარება იყო პრეზიდენტთან კავშირშიც. ჩვენ მივიღეთ მოცემულობა, როცა პრეზიდენტის მხრდიდან ხელისუფლების მიმართ მუდმივად იყო კრიტიკა და ოპონირება, პრემიერ-მინისტრი მმართველ პარტიას, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე უკვე ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენს. ამ მოცემულობაში ყოფნა ადვილი არ არის, მაგრამ ამის მიუხედვად, მნიშვნელოვანია, რომ რეფორმების გატარება მოხერხდა და არჩევნებამდე მშვიდობიანად მივედით. ამიტომ არა მგონია, რომ ერთმანეთთან ეპისტორალურ ჟანრში კომუნიკაცია რაიმე სიკეთის მომტანი იყოს. რა თქმა უნდა, აღნიშნული წერილი არც სახელწიფო საიდუმლოს შეიცავს და არც პირად საკითხებზეა, მაგრამ საქმიან ვითარებაში, კერძო მიწერ-მოწერის გასაჯაროება, არ მგონია, სწორი ფორმა იყოს – შეიძლება შენი პოზიცია ზეპირი განცხადებითაც გამოხატო”, – განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” კობახიძემ. კობახიძე იმასაც ამბობს, რომ დღეს, როცა ”ქართული ოცნების” საარჩევნო ბლოკი და კოალიცია დაიშალა, ყოფილ პოლიტიკურ პარტნიორებს შორის ოპონირება მოსალოდნელი იყო. “ქართულ რეალობაში სრულიად უპრეცედენტო მოვლენა იყო, როდესაც ოთხი წლის განმავლობაში, სრულიად განსხვავებულმა პოლიტიკურმა პარტიებმა ქვეყნის კოალიციურად მართვა, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება და ქვეყნის იმ ჩიხიდან გამოყვანა შესძლეს, რომელშიც ის 2012 წლამდე იყო, როცა ტიტალურად ირღვეოდა ადამიანის უფლებები. პრობლემების კოალიციურ რეჟიმში გადაწყვეტა ადვილი საქმე არ იყო. ასეთი გამოცდილება ქვეყანას არ ჰქონია. მანამდე ქვეყანაში იყო ერთპარტიული მმართველობა, იყო რეჟიმები, იყო კორუფცია, იყო სისტემური დანაშაული, საიდანაც ჩვენ სრულიად ახალ მოცემულობაში გადავედით. ეს არის კოალიციის და მისი ლიდერების დამსახურება – პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის, შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილისა და გიორგი კვირიკაშვილის, რა თქმა უნდა, პარლამენტის თავმჯდომარის და ყველა იმ პოლიტიკური ლიდერის, ვინც კოალიციას ხელმძღვანელობდა. ბუნებრივია, საარჩევნო წელს მოსალოდნელი იყო, რომ იქნებოდა აზრთა სხავადასხვაობა, იქნებოდა ოპონირება, რაც მაინცა და მაინც სასიამოვნო არ არის. ჩვენ იმ რეალობაში აღმოვჩნდით, რომ ყველა პარტია არჩევნებზე ცალ-ცალკე გავიდა და ალბათ ეს მომენტი დადგებოდა”, – განაცხადა კობახიძემ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ”რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ყოფილი და მოქმედი პრემიერების, ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი კვირიკაშვილისადმი 2016 წლის 11 მარტს გაგზავნილი წერილი გაასაჯაროვა. წერილში უსუფაშვილი ადრესატებს წერს, რომ სასწრაფოდაა გადასაწყვეტი კოალიციის საარჩევნოდ დალაგების საკითხი. მისივე შეფასებით, ეს არის ნომერ პირველი კოალიციური, სახელისუფლებო და სახელმწიფო ამოცანა.წერილში საუბარია ”რესპუბლიკელებთან“ ურთიერთობაზე. უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ შექმნილ ვითარებაში მას პრაქტიკულად ამოეწურა ”დამბალანსებელ-მომრიგებელ-შემრიგებელ-გადამგორებლის რესურსი”.
სიახლეები
საზოგადოება
ეს ბიჭები არ არიან დაპატიმრებულები, ესენი არიან ტყვეები -ლიკა გუნცაძე
ივანიშვილის რეჟიმის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძე დღეს პროევროპული აქციის დროს დაკავებულების სასამართლო...
საზოგადოება
სასამართლოზე ირაკლი მიმინოშვილი უჰაერობის გამო ცუდად გახდა
სინდისის პატიმრების პროცესზე შესვენება გამოცხადდა - მიზეზი ერთ-ერთი პატიმრის, ირაკლი მიმინოშვილის შეძლოდ გახდომა გახდა.
ირაკლი...
სიახლეები
პატივცემულო მოსამართლევ, შეხედეთ ბრალდებულებს, ჯერ არ შეგიხედავთ, ჰგვანან იმ მონსტრებს, როგორადაც მათ ბრალდება გვისახავს? – ცხადაძის ადვოკატი
ბრალდება რომ საუბრობს, დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარეობს საფრთხეო, პროკურორი ვერ მიუთითებს, რაში გამოიხატება ეს საფრთხე......
სიახლეები
“ერთადერთ აკრძალვას არ მივიღებდი – რუსთაველზე მისვლას… მამი გილოცავ დაბადების დღეს და ბოდიში, რომ სამშობლოს გამყიდველი ადამიანების გამო, აქ მოგიწია დღეს ყოფნა” -რეჟიმის ტყვე
საერთოდ ვერ ვხდები რისთვის ვისჯებით აქ ვინც ვართ, სამშობლოს სიყვარულისთვის? რუსეთი რომ არ გვინდა...