მთავარისიახლეებისაზოგადოებაოზურგეთის რაიონში სტიქიამ მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა

ოზურგეთის რაიონში სტიქიამ მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა

Published on

ზარალს ითვლიან ოზურგეთის რაიონში, სადაც სტიქიამ მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. პირველადი მონაცემებით, ზარალი ნახევარ მილიონ ლარს აღწევს.ძლიერი წვიმისა და ქარის გამო ათობით სახლი სახურავის გარეშე დარჩა. დაიტბორა პირველი სართულები. ყველაზე დიდი ზარალი სოფელ ბოხვაურს მიადგა. აქ წაქცეულია ხეებიც, რის გამოც დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები.„ყველაზე მძიმე მდგომარეობაა სოფელ ბოხვაურში, სადაც 25-მდე სახლის სახურავებია დაზიანებული, ასევე დამხმარე ნაგებობები რამდენიმე ადგილას, სადაც ხეებია დაცემული. მიმდინარეობს ზარალის დათვლა, ჩვენი სამსახურები მუშაობენ,“-აცხადებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე.
 
 

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...