მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიციის შეფასებით, პრემიერმა გაეროში სხვა რეალობაზე ისაუბრა

ოპოზიციის შეფასებით, პრემიერმა გაეროში სხვა რეალობაზე ისაუბრა

Published on

 გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლას გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მხრიდან განსხვავებული შეფასებები მოყვა.
  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ელენე ხოშტარიას განცხადებით, ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები აბსოლუტურად აცდენილია გაეროს ტრიბუნაზე პრემიერ-მინისტრის მხრიდან გაჟღერებულ ინფორმაციასთან.
როგორც ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს შესაძლოა უკუშედეგის მომტანი იყო. გაეროს ტრიბუნა უმნიშვნელოვანესია, სადაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენს დღის წესრიგზე, უსაფრთხოების კუთხით არსებულ პრობლემებზე ვისაუბროთ და საერთაშორისო ყურადღება მოვიზიდოთ, თუმცა ვერ მივაღწევთ მიზანს თუ ჩვენ არ გვექნება ძალიან თანმიმდევრული როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკა. მაგალითად, ჩვენ თუ ძალიან მწყობრად და აქტიურად არ ვიმუშავეთ ჩვენს პარტნიორებთან ორმხრივად, არ გავაჟღერეთ მესიჯებს უკრაინაზე, რუსეთის საფრთხეებზე, მხოლოდ ერთი გამოსვლა გაეროში, რა თქმა უნდა, ამას არ უშველის. ამასთან, თუ ქვეყნის შიგნით ხდება ის, რასაც ვხედავთ – საკონსტიტუციო სასამართლოს სრული პარალიზება და პარალელურად გაეროში მართლმსაჯულების სისტების გაუმჯობესებაზე ვისაუბრეთ, ეს უკუეფექტის მომტანი იქნება,“ – განაცხადა ხოშტარიამ.
 
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ პრემიერმა გამოსვლის დროს სხვა რეალობაზე ისაუბრა და ის არ ასახავდა საქართველოში არსებულ ვითარებას. ამის მაგალითად ნაციონალურ მოძრაობას სასამართლო სისტემის მდგომარეობა მოჰყავს: "რაც არ უნდა ლამაზად ვისაუბროთ მართლმსაჯულების რეფორმაზე, როცა საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოს სრული პარალიზება ხდება, მოსამართლეებზე შანტაჟის გზით. ეს არის ფარისევლობა, რადგან საერთაშორისო საზოგადოება ხედავს ისინი ადევნებენ თვალყურს საქართველოში მოვლენებს"
 
სასამართლო რეფორმაზე ამახვილებენ ყურადღებას თავისუფალი დემოკრატებიც და ფიქრობენ, რომ აქცენტები სწორი იყო თუმცა არა რეალური.  
"აქცენტი სწორი იყო, რეალობა რა ხდება საქართველოში განსაკუთრებთ მართლმსაჯულების კუთხით, ვინ და თავისუფალმა დემოკრატებმა კარგად ვიცით, იმიტომ რომ მხრებზე გადავიტანეთ ეს ყველაფერი. ამიტომ ეს არის სერიოზულად გამოსასწორებელი, ეპოქალური რეფორმა უნდა განხორციელდეს საქართველოში,"- განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. 
 
პრემიერის გამოსვლა გააკრიტიკეს საარჩევნო ერთობა ,,პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის'' წარმომადგენლებმა. გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ პრემიერს უფრო მეტი ყურადღება ოკუპაციაზე უნდა გაემახვილებინა. 
 
"ამ გამოსვლაში უფრო მეტი საქართველოს მოსახლეობისთვის მიმართვა მოვისმინეთ და არა საერთაშორისო საზოგადოებისადმი. უფრო მეტი ყურადღება უნდა გამახვილებულიყო ოკუპაციაზე, მეტი ინიციატივა უნდა ყოფილიყო. ამ გამოსვლამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ხელისუფლება საერთოდ აცდენილია იმ ვითარებას, რაც ხდება ქვეყანაში,"- აცხადებს გიორგი ვაშაძე. 
რადიკალურად განსხავებულია სეფასება, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე  გაეროში გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლას   აძლევს   ,,პრემიერის სიტყვაში ყველა ის მომენტი იყო გათვალისწინებული, რაც აუცილებელი იყო, რომ დაფიქსირებულიყო გაეროში სიტყვის გამოსვლის ფარგლებში,  აცხადებს იგი. 

სიახლეები

მტკიცედ ვდგავართ დამოუკიდებელი მედიის გვერდით,-ჰერჩინსკი

მტკიცედ ვდგავართ დამოუკიდებელი მედიის გვერდით და მოვუწოდებთ, შეწყდეს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ფუნდამენტურ უფლებებზე სისტემატური...

ნიკა მელიას ბრალი წარუდგინეს – პროკურატურის განცხადებით, პოლიტიკოსს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა- მას 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურის...

“ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი ტყის საფარისგან სრულად გაწმენდილია” – ნინო ბურჭულაძე

„ მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ აგრძელებს დმანისის, ბოლნისის და თეთრიყწაროს მუნიციპალიტეტებში სამთოწარმოების არეალის მიმდებარედ კულტურული...

აქტივისტი ნინო დათაშვილი დააკავეს

აქტივისტი ნინო დათაშვილი, რომელზეც რამდენიმე დღის წინ შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, დააკავეს. შსს-ს მიერ...