მთავარისიახლეებიპოლიტიკაიმპიჩმენტი: ენმ ბათუმის მერს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს

იმპიჩმენტი: ენმ ბათუმის მერს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს

Published on

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' ბათუმის მერის გიორგი ერმაკოვის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.
ქალაქის მერი  ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტის ორ-ნახევარი მილიონი ლარით გაზრდის თხოვნით   ბათუმის საკრებულოს მომდევნო სხდომაზე მიმართავს.
საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარის გიორგი კირთაძის შეფასებით, ეს ამომრჩევლის მოსყიდვაა და წინასაარჩევნო პერიოდში ბიუჯეტში ცვლილების შეტანა საარჩევნო კოდექსის მიხედვით აკრძალულია.
"ჩვენი თანაქალაქელები ეხვეწებოდნენ ერმაკოვს პრობლემების გადაწყვეტას. მას მხოლოდ 17 დღით ადრე გაახსენდა, რომ ბათუმში ინფრასტრუქტურული პრობლემებია გადასაწყვეტი და ამ უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში დახმარება სთხოვა ბათუმის საკრებულოს. ჩვენ ვიწყებთ პროცედურას მის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ უუნარო, არაფრის მკეთებელი და საეჭვო კორუფციულ გარიგებებში შემჩნეული ერმაკოვი გავუშვათ სახლში", – ამბობს ბათუმის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე.
 
 
 

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...