მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილი: ,,მესამე სექტორიც ხომ დასვრილი და დაბინძურებულია, სამოქალაქო საზოგადოებაც ხომ...

ბიძინა ივანიშვილი: ,,მესამე სექტორიც ხომ დასვრილი და დაბინძურებულია, სამოქალაქო საზოგადოებაც ხომ მათ გარყვნეს”

Published on

 ბიძინა ივანიშვილი აღშფოთებული გამოეხმაურა არასამთავრობო სექტორის კრიტიკას იმის თაობაზე, რომ 2011 წლის 26 მაისის კადრების გავრცელება წინასაარჩევნოდ კითხვებს აჩენს.
“რომელი მესამე სექტორის? ის მესამე სექტორიც ხომ დასვრილი და დაბინძურებულია, სამოქალაქო საზოგადოებაც ხომ მათ, უკაცრავად და, გარყვნეს. იქ ისეთი ხალხი შედის და იბრალებს, ისეთ ნიშას იფარებს და ისეთ ნიშაში შევიდნენ, რომ ისეთი აგრესიული ნაციონალური მოძრაობის წევრებიც კი არ არიან ძალიან ხშირად, რომლებიც არასამთავრობოებს აფარებენ თავს. რომელმა თქვა, კონკრეტულად მითხარით და ხელად გამოჩნდება… გიგაური იქნებოდა ალბათ, ალბათ გიგაურმა თქვა, "პაგონებიანმა" გიგაურმა. იქ რაღაც ფულზე რომ იყო საუბარი, გიგაურმაც მიიღო "პაგონები" მაგ დროს, რაღაც "პაგონები", მე არ ვიცი ეს ჭორები, მაგრამ უწერენ იმასაც. მე მესამე სექტორს კი არ ვაკრიტიკებ, მესამე სექტორში თავშეფარებულ ხალხს ვაკრიტიკებ. ამ სექტორს ნუ აბინძურებენ, გამოვიდნენ და დაირქვან სახელი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში "შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" , როცა შეახსენეს, რომ NGO-ებმა პროკურატურის მხრიდან ვიდეომასალის გავრცელებაში პოლიტიკური ქვეტექსტი დაინახეს. 
 თავად ექს-პრემიერი მიიჩნევს, რომ თუ სასამართლო პროცესი წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა, ამის გამო საქმის წარმოება ვერ შეჩერდება, ხოლო პროკურატურა ანგარიშვალდებულია საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს.
ივანიშვილმა არასამთავრობო სექტორი ამ კონტექსტში „ლეიბორისტულ პარტიას“ შეადარა, როგორც ფსევდოოპოზიცია, რომელიც მისი შეფასებით, საზოგადოების სირცხვილია.
“რა თქმა უნდა, „ლეიბორისტული პარტია „ნაციონალურ მოძრაობაზე“ უარესია, იმიტომ რომ მათ ემსახურება და ამ დროს კიდევ ცრუობს, რომ იქ არაა. ორმაგი დანაშაული გამოდის“,- დასძინა ივანიშვილმა.

სიახლეები

ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი საგარეოდან, ხოლო მისი ცოლი პარლამენტიდან გაათავისუფლეს

ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, თორნიკე ფარულავა საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ფარულავა თავად...

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...