მთავარისიახლეებისაზოგადოებაასოციაცია ,,დეა'': თანამონაწილეობა - უკეთესი თვითმმართველობისთვის

ასოციაცია ,,დეა”: თანამონაწილეობა – უკეთესი თვითმმართველობისთვის

Published on

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დედათა ასოციაცია ''დეამ" ჩაატარა სემინარი ზუგდიდის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებისათვის მოქალაქეთა თანამონაწილეობისა და ჩართულობის ხელშეწყობის საკითხებზე. 
სემინარი ჩატარდა ორგანიზაციის მიერ ინიცირებული პროექტის ''მოქალაქეთა თანამონაწილეობა უკეთესი თვითმმართველობისთვის''ფარგლებში, რომლის მიზანია თვითმმართველობის პროცესში მოქალაქეთა თანამონწილეობის ხელშეწყობა და თვითმმართველობის ორგანოების მხარდაჭერის  გაზრდა უკეთესი თანამონაწილეობითი მმართველობისთვის.
 როგორც ასოციაცია ,,დეას’’ აღმასრულებელი დირექტორის მადონა ხარებავა ამბობს, პროექტი მიმართულია მუნიციპალიტეტების საჯარო ანგარიშვალდებულების გაზრდის, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოების ფუნქციონირების,  დასახლებათა  საერთო კრებების მუშაობის ხელშეწყობაზე და საბიუჯეტო პროცესებში მოსახლეობის თანამონაწილეობის  მხარდაჭერაზე.
პროექტი ხორციელდება სამეგრელო-ზემო სვანეთის სამ მუნიციპალიტეტში: ზუგდიდში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში.
ასოციაცია ''დეა" პროექტს ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური ხარდაჭერით. 
 

სიახლეები

ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთიდან აღარ შეეძლებათ

„ქართული ოცნება“ ახალ “საარჩევნო კოდექსზე“ მუშაობას იწყებს. პაპუაშვილის განცხადებით, იგეგმება სარჩევნო კოდექსის ფუნდამენტურ განახლება. მისივე...

საია-მ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გაგზავნა

საია-მ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გაგზავნა. ამის შესახებ იურისტებმა საგანგებო...

ტრამპის ადმინისტრაცია მკაცრ სანქციებს ჰპირდება ქვეყნებს, რომლებიც რუსეთთან ვაჭრობას გააგრძელებენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რესპუბლიკელები ამზადებენ კანონპროექტს, რომელიც მკაცრ სანქციებს დაუწესებს ნებისმიერ...

სააკაშვილის საქართველოდან გადაყვანა უკრაინის დღის წესრიგის ნაწილია – პოდოლიაკი

“მივმართავთ საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას, მოგვცენ საშუალება, სააკაშვილი თუ უკრაინაში არა, სხვა ქვეყანაში მაინც გადავიყვანოთ...