მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ნაციონალური მოძრაობა“ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმის შეთავაზებას ცინიზმსა და უნიჭო პიარაქციას უწოდებს

„ნაციონალური მოძრაობა“ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმის შეთავაზებას ცინიზმსა და უნიჭო პიარაქციას უწოდებს

Published on

”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი გიორგი ტუღუში ”ქართული ოცნების” მიერ პარტიებისთვის ხელმოსაწერად ე.წ. მშვიდობის მემორანდუმის შეთავაზებას ცინიზმსა და უნიჭო პიარაქციას უწოდებს. 
”თავიდან პარტიაში იყო პოზიცია, რომ ნამდვილად არავითარი პრობლემა არ გვქონდა და როდესაც მემორანდუმის შემოთავაზება დაანონსდა, არანაიდი დიდი წინააღმდეგობა, რომ ხელი მოგვეწა, არ იყო, თუმცა იმ დღიდან რაც დაანონსეს, რომ მემორანდუმის ტექსტს წარმოადგენდნენ, გავიდა რამდენიმე დღე და ამ მოკლე პერიოდში ადგილი ჰქონდა არა ერთ ინციდენტს და თავდასხმას ჩვენს ოფისებზე, ასევე პარტიის ბანერებზე, სხვადასხვა მასალებზე. იყო ფიზიკური დაპირისპირება ოფისებში. მთელ ამ მოვლენებში ყველაზე ცუდი არის ის, რომ ხელისუფლებას არავინ დაუსჯია და არც ერთი პირის პასუხისმგებლობა არ დამდგარა”, – განაცხადა გიორგი ტუღუშმა. ტუღუში ”ქართული ოცნების” მიერ პარტიებისთვის ხელმოსაწერად ე.წ. მშვიდობის მემორანდუმის შეთავაზებას ცინიზმსა და უნიჭო პიარაქციას უწოდებს. მისივე თქმით, ”ნაციონალური მოძრაობა” პირობას დებს, რომ არც ერთ პარტიას, მათ შორის სახელისუფლებო პარტიას საარჩევნო კამპანიის პროცესში ხელს არ შეუშლის. 
 


 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...