მთავარისიახლეებისაზოგადოება,,კარდაკარის'' პირობებში: არავის გაანდოთ საკუთარი პირადი მონაცემები, თუ ვინმე ამ მოთხოვნით...

,,კარდაკარის” პირობებში: არავის გაანდოთ საკუთარი პირადი მონაცემები, თუ ვინმე ამ მოთხოვნით მოგადგათ კარს

Published on

 ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გასცენ საკუთარი პირადი მონაცემები და განმარტავს, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ან საჯარო მოხელეებს არ აქვთ უფლება მოქალაქეს ამგვარი ინფორმაციის გაცემა აიძულონ.
საია-ს თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მოქალაქეებთან მიდიან და პირადი მონაცემების გაცემას სთხოვენ, თუმცა არანაირ განმარტებას არ აკეთებენ, რისთვის სჭირდებათ პერსონალური ინფორმაცია.
ნაცვლიშვილის განმარტებით, არც ერთი პარტიის წარმომადგენელს არ აქვს უფლება მოქალაქეს ასეთი ინფორმაციის გაცემა აიძულოს, თავის მხრივ კი, მოქალაქეს არ აქვს ვალდებულება, გასცეს ასეთი ინფორმაცია.
”ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები არიან დევნილები და სოციალურად დაუცველები, რომელთაც აქვთ შიში, რომ თუ პირად მონაცემებს არ გასცემენ, მათ შეიძლება სოციალური დახმარება მოუხსნან. მოქალაქეს აქვს უფლება, ასეთი ინფორმაცია არ გასცეს და ვერავითარ შემთხვევაში მათ დახმარებას ვერავინ შეუწყვეტს",- აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
საიას განცხადებას დაუყოვნებლივ გამოეხმაურნენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები: 
ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, კარდაკარის დროს, პარტიის წარმომადგენელთა მხრიდან ამომრჩევლებისგან პირადი ნომრების გამოთხოვას არ ადასტურებს. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს მიუღებელია, ხოლო თუკი ცალკეულ შემთხვევებში, იმპროვიზაციებს ჰქონდა ადგილი, მზად არიან ასეთ ფაქტზე რეაგირებისათვის. 
”კარდაკარის დროს ამომრჩევლებისაგან პირადი მონაცემები შეიძლება მოითხოვონ, მაგრამ თუ ამ შემთხვევაში საუბარია პირადი ნომრის და ასეთი ტიპის მონაცემების გამოთხოვაზე, ეს ჩვენთვის მიუღებელია. თუკი ასეთი ფაქტები დაფიქსირდება, მზად ვართ, რეაგირებისათვის. ჩვენ არ გამოვრიცხავთ ცალკეულ შემთხვევებში იმპროვიზაციებს, მაგრამ ასეთ ფაქტებზე რეაგირებას აუცილებლად მოვახდენთ”, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ. 
,,ცალკეული  დარღვევები, დარწმუნებული ვარ, არის და იქნება კიდეც. სამწუხაროდ, არც ერთ ქვეყანაში არ ტარდება არჩევნები ისე, რომ ფორმალური დარღვევა არ მოხდეს, მთავარია, ეფექტური რეაგირების მექანიზმები არსებობდეს“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა საიას განცხადებასთან დაკავშირებით. .
 

 

სიახლეები

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, უზრუნველყოს დამოუკიდებელი გამოძიება – ექიმები

ექიმების ნაწილი BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებას ეხმაურება. ისინი მიმართავენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა უზრუნველყონ დამოუკიდებელი გამოძიება,...

უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაზე გამოძიება გრძელდება – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ BBC-ის სიუჟეტის ფარგლებში გამოძიება ორი მიმართულებით მიდიოდა. სუს-ის პირველი...

შსს აქციების დროს ქლორობენზილიდინ მოლონონიტრილს იყენებდა და არა კამიტს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ წყლის ჭავლში მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილია,...

როდესაც CS-ს წყალში ურევ, უკვე ნაგავი ხარ – ჟურნალისტი დავით ნიკურაძე

საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის უმეტესწილად აშშ-ში მიმდინარე მოვლენების, ბუნებრივი კატაკლიზმებისა თუ სახალხო პროტესტის...