მთავარისიახლეებიმსოფლიოსირიაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული ავტოკოლონის დაბომბვის გამო გაერომ ყველა ჰუმანიტარული ოპერაცია ...

სირიაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული ავტოკოლონის დაბომბვის გამო გაერომ ყველა ჰუმანიტარული ოპერაცია შეაჩერა

Published on

სირიაში, ალეპოს მახლობლად ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული ავტოკოლონა დაბომბეს, რომელიც ამბოხებულების მიერ კონტროლირებად რაიონში მიემართებოდა.სირიელი ოპოზიციონერი აქტივისტების მტკიცებით, ავიადარტყმა სირიისა და რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა განახორციელეს.დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაღუპულია 12 ადამიანი.ჰუმანიტარული ავტოკოლონა გაეროსა და "წითელი ნახევარმთვარის" სირიული განყოფილების მიერ იყო ორგანიზებული, გაერო-ს წარმომადგენლის ინფორმაციით, 31 სატვირთო მანქანიდან დაზიანებულია 18 მანქანა.ჰუმანიტარულ კოლონაზე თავდასხმის გამო ოფიციალურმა ვაშინგტონმა შეშფოთება გამოთქვა და განაცხადა , რომ სირიის საკითხზე რუსეთთან თანამშრომლობის საკითხს გადახედავს.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ ინციდენტს „ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უხეში დარღვევა“ უწოდა.გაერომ სირიაში ყველა ჰუმანიტარული ოპერაცია შეაჩერა.„ბიბისი“-ს ცნობით, ორგანიზაციამ მსგავსი გადაწყვეტილებ მას შემდეგ მიიღო, რაც გუშინ, ამბოხებულთა რაიონისკენ მიმავალი გაეროს ჰუმანიტარული კოლონა დაიბომბა.გაეროს წარმომადგენლის თქმით, ყველა მხარე, მათ შორის რუსეთი და აშშ წინასწარ იყო გაფრთხილებული კოლონის მარშრუტის და მისიის შესახებ.სირიის ადამიანის უფლებების სადამკვირვებლო ცენტრის მონაცემებით, ავიაერიშები სირიისა და რუსეთის ავიაციამ განახორციელა.
 
 

 
 
 
 
 

სიახლეები

F-15-ის პილოტის გადასარჩენად – აშშ-ის უნიკალური ღამის ოპერაცია მტრის ზურგში

ოთო კონჯარია აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა ბრწყინვალე, წარმოუდგენლად რთული ოპერაცია ჩაატარა და ირანის ტერიტორიიდან ჩამოგდებული...

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს საქართველოდან აძევებენ

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს, რომელიც ფეისბუქზე პოლიციის შეურაცხმყოფელი პოსტის გამოქვეყნების გამო თბილისში დააკავეს, სასამართლო...

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ტიკტოკერს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ „ტიკტოკერს“, თეკლა გერსამიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - მას...

სეს აცხადებს, რომ ზუგდიდში ყველა ძაღლი დააბრუნა, ადგილობრივებს კი კითხვები აქვთ

ზუგდიდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 17 ძაღლი დააბრუნა. და უწყების ინფორმაციით, ქალაქიდან წაყვანილი ყველა,...