მთავარისიახლეებისაზოგადოებასიახლე შვილზე მეოცნებე ადამიანებისთვის - ახალი კანონპროექტი შვილად აყვანისა და მინდობით...

სიახლე შვილზე მეოცნებე ადამიანებისთვის – ახალი კანონპროექტი შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

Published on

საქართველოს პარლამენტში შევიდა  ახალი საკანონმდებლო პროექტი, რომელიც   შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში სამართლებრივ რეგულაციების ცვლილებას ითვალისწინებს. ამასთან, ინფორმაციას  ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს. კანონპროექტი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ და მისმა პირველმა მოადგილე მირიან წიკლაურმა შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ  მოამზადეს. თუ ეს კანონპროექტი დამტკიცებულ იქნა,  ცვლილებები მოხდება 12-მდე სხვადასხვა კანონში 
მოქმედი კანონმდებლობით, ბავშვი მიტოვებულად აღიარებას ექვემდებარება, თუ ბავშვის 24-საათიან სახელმწიფო ზრუნვაში ყოფნის ხანგრძლივობა 6 თვეს აღემატება. წარმოდგენილი ცვლილებით აღნიშნული 6-თვიანი ვადა 3-თვემდე მცირდება.
ბავშვის მიტოვებულად აღიარების საფუძვლებს ემატება ის შემთხვევა, თუ დადგინდა, რომ მშობელი, არასაპატიო მიზეზით არ იჩენს სისტემატიურ ყურადღებას ბავშვის მიმართ და მიუხედავად მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს გაფრთხილებისა, 2 თვის განმავლობაში კვლავ არ ინტერესდება შვილის ბედით. ასეთ შემთხვევაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ვალდებულია განიხილოს ბავშვის მიტოვებულად აღიარების ან მშობლის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის საკითხი. განხილვის შედეგები უნდა ეცნობოს სააგენტოს.
მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა, რომელიც არ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები. კანონპროექტით ხდება მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობის დადგენაც. კერძოდ, 10 წლამდე ბავშვის გაშვილების შემთხვევაში, მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა 45 წელზე მეტი არ უნდა იყოს. გამონაკლის შემთხვევებში, მაქსიმალური სხვაობა 7 წლიდან 10 წლამდე ასაკის ბავშვის გაშვილების დროს, შესაძლებელია იყოს 45 წელზე მეტი, თუ ეს მის ინტერესებს შეესაბამება. ზედა ასაკობრივი ზღვარი არ ვრცელდება ქორწინებაში მყოფ მშვილებლებზე, როდესაც რომელიმე მათგანი ამავე პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ამასთან, შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირების მიერ ბავშვის შვილად აყვანის დროს ასაკობრივი შეზღუდვის ზედა ზღვარი არ მოქმედებს.
გარდა ამისა, პირებისათვის, რომელთაც ბავშვის შვილად აყვანა სურთ, ნასამართლობასთან დაკავშირებული პირობები მკაცრდება. კერძოდ, პირი ვერ იქნება მშვილებელი, თუ იგი ნასამართლევია კანონპროექტში გასაზღვრული ”სისხლის სამართლის კოდექსის” კონკრეტული მუხლებით, მიუხედავად იმისა, მოხსნილი ან გაქარწყლებული აქვს თუ არა ნასამართლობა.
პროექტის მიხედვით, ერთ-ერთი სიახლეა ის, რომ სავალდებულო მოთხოვნად განისაზღვრა შვილად აყვანის მსურველი და მინდობით აღზრდის მსურველი პირებისათვის, მშვილებელთა ან მინდობით აღმზრდელთა მიერ სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლა – სერტიფიცირება, რაც შვილად აყვანის მსურველი პირების გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა ერთიან რეესტრში აღრიცხვის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს. ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირების მიერ სავალდებულო მოსამზადებელი კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი – სერთიფიკატი გაიცემა, რომელიც შვილად აყვანის მსურველმა პირებმა სხვა დოკუმენტებთან ერთად, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს უნდა წარუდგინონ. 
საკანონმდებლო პაკეტი პარლამეტში უკვე ინიცირებულია. მისი განხილვა და გადაწყვეტილების მიღება მომავალ პარლამენტს მოუწევს. 

სიახლეები

“სიტყვები საკმარისი არ არის, ჩადით საქართველოში, მოითხოვეთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები”-მიხაელ როთი კაია კალასს

"გმადლობთ, ძვირფასო კაია კალას, მაგრამ სიტყვები საკმარისი არ არის. ჩადით საქართველოში! გაამხნევეთ ის ადამიანები,...

“ვითხოვთ მზია ამაღლობელის და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას” -დასავლელი პოლიტიკოსების ერთობლივი განცხადება

"დღეს საქართველოს მეგობრების დიდ ჯგუფთან ერთად ვავრცელებთ განცხადებას, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების და გადამწყვეტი...

“აგენტებო და ფულზე გაყიდულებო!”-გენო პეტრიაშვილი დღევანდელი აქციის მონაწილეებს

ივანიშვილის "დეპუტატი" გენო პეტრიაშვილი "აგენტებს" და "ფულზე გაყიდულებს" უწოდებს იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს პარლამენტთან...

ბლოგერ უჩა აბაშიძეს 5, მარიამ იაშვილს კი 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ბლოგერი უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე მარიამ იაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მოსამართლე...