მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს პრემიერმინისტრი შეერთებულ შტატებში იმყოფება

საქართველოს პრემიერმინისტრი შეერთებულ შტატებში იმყოფება

Published on

საქართველოს პრემიერმინისტრი შეერთებულ შტატებში იმყოფება, დღეს იგი გაეროს გენერალურ მდივანს ხვდება. დღესვეა დაგეგმილი პირისპირ შეხვედრა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორთან, ასევე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან.
 გიორგი კვირიკაშვილი უკვე გამოვიდა სიტყვით  გაეროში საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე. მან ისაუბრა საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე ელექტრონული მმართველობისა და საჯარო ტრანსფარენტული მომსახურების მიმართულებით. 
"ჩვენი მიზანია ყველა დონეზე ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების შექმნა“  – ეს  ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებისკენ მიმართული ჩვენი ძალისხმევის არსებითი ნაწილია.
ამ სფეროში ჩვენ დიდი პროგრესი გვაქვს, საქართველოს ეროვნული კონცეფცია იანვარში იქნება მიღებული ჩვენი მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკის შემდგომ მოდერნიზაციას.ძირითადი აქცენტი კეთდება ღია მმართველობისა და საჯარო მომსახურების მოდერნიზაციაზე, რაც ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებით, ეფექტიანობის გაზრდით, გამჭვირვალობით, საკანონმდებლო და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობით ხორციელდება," – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

სიახლეები

აშშ-ის საელჩო: ამ ეტაპზე ვიზიტი არ გვაქვს გამოსაცხადებელი

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია ამერიკული მხარის მიერ საქართველოში აპრილში...

“დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება” – ტრამპი ირანზე

დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ,...

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...

ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა,...