მთავარისიახლეებისაზოგადოებაქვაფენილების დამგები მუშების აქცია უშედეგოდ დასრულდა

ქვაფენილების დამგები მუშების აქცია უშედეგოდ დასრულდა

Published on

ქალაქში ტროტუარებზე ქვაფენილების დამგები მუშების აქცია გაიმართა დღეს მერიასთან. აქციის მონაწილეები კუთვნილ ხელფასებს 7 თვეზე მეტია ითხოვენ. მათთან ერთად იმყოფებოდნენ“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კონჯარია და საკრებულოს წევრი ანი წითლიძე.“ხელისუფლება ვალდებულია ამ ხალხს პრობლემის მოგვარებაში დაეხმაროს“- აღნიშნა ლევან კონჯარიამ.ფილების დამგები მუშების თქმით, მათ ნაწილს ხელფასის ნახევარი დაერიცხა, ზოგიერთს მთლიანად აუნაზღაურდა, არის კატეგორია, რომელსც ხელფასი საერთოდ არ აუღია.შეკრებილებს პრეტენზიები აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, მათ შორის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარესთან და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან მერაბ ქვარაიასთა, რომელიც მათ დახმარებას და მათი თქმით, თანხების ეტაპობრივად დაფარვას დაპირდა.მიუხედავად მოთხოვნისა, მუშებთან შესახვედრად  მერიიდან არავინ გამოსულა და არც კომენტარი გაკეთებულა, უწყებაში აცხადებენ, რომ  მათი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით უცვლელია, თანხა ჩარიცხულია  ტენდერში გამარჯვებული  კომპანია„გზამგებისთვის“, ხოლო მუშებისთვის ხელფასის ანაზღაურება მის ქვეკონტრაქტოს კომპანია შპს „ამი 2014“- უნდა მოეხდინა.მოგვიანებით აქციის მონაწილეთაგან 3 ადამიანს  მერიის  ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი იდა ქვარაია გაესაუბრა.შეხვედრიდან გამოსულმა მუშებმა განაცხადეს, რომ მიიღეს პირობა, რომ ხვალ დილით პასუხეს მიიღებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მუშები პერმანენტული აქციების გამართვას გეგმავენ.რაც შეეხება მერაბ ქვარაიას, მან დღეს ამ თემაზე კომენტარი არ გააკეთა, თუმცა მას კითხვა 19 სექტემბერს რუსთავი2-ის მიერ მომზადებულ თოქ-შოუ „არჩევანში“  „ოდიშმა“ დაუსვა. ქვარაიას  პირობის შეუსრულებლობის  კონკრეტული მიზეზები  არ განუმარტავს, მან აღნიშნა,რომ,,ესარისკერძოდავაკონტრაქტორსადამუშებსშორის.“შეგახსენებთ, რომ ქციისმონაწილემუშები 2015 წლის დეკემბერშიშესრულებულისამუშაოსანაზღაურებასითხოვენ.ანაზღაურების მოთხოვნით მუშები აქციებს 2016 წლის თებერვლიდან მართავენ. ცნობილია, რომ  საქმეს პროკურატურა იძიებს, თუმცა მუშებისთვის უცნობია რა ეტაპზეა გამოძიება. მუშების თქმით, დავალიანება საერთო ჯამში 70 000 ლარს აჭარბებს და შესრულებული სამუშაოების შედეგად ანაზღაურებას გასული წლის 22 დეკემბრიდან ელოდებიან.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....