მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: 9 ოქტომბრიდან სტუდენტის სტატუსი უფულობის გამო აღარავის შეუჩერდება

მიხეილ სააკაშვილი: 9 ოქტომბრიდან სტუდენტის სტატუსი უფულობის გამო აღარავის შეუჩერდება

Published on

მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს ვიდეომიმართვას, რომელშიც უმაღლესი განათლების სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის ხედვას განმარტავს.
 ”ჩვენს მომავალ მთავრობაში, რომელიც ამოქმედდება 9 ოქტომბრიდან,  არ გაირიცხება  არც ერთი სტუდენტი, ვისაც აქვს მინიმალური მოსწრება, მათ არ შეუჩერდებათ სტუდენტის სტატუსი უმაღლეს სასწავლებლებში უფულობის გამო.
 ყველა ქართველ სტუდენტს უნდა მიეცეს საშუალება ერთი წელი მაინც ისწავლოს უცხოეთში.
როგორ ვაპირებთ ამის უზრუნველყოფას, ეს არის ვაუჩერების პროგრამა. ქართული ვაუჩერი ახლა ღირებულებით სულ უფრო უახლოვდება საშუალო აღმოსავლეთ ევროპულ ვაუჩერს. ამ ვაუჩერით საერთაშორისო აღიარებას უნდა მივაღწიოთ და მაშინ ჩვენი სტუდენტები წავლენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და იქ მიიღებენ განათლებას და ჩვენ, სახელმწიფომ დამატებით იქ ცხოვრების ხარჯები უნდა ავუნაზღაუროთ. 
იმისათვის, რომ ჩვენი სტუდენტები იყვნენ საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანები,  საჭიროა ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემის გაძლიერება და საჭიროა უცხოეთში სწავლის დაფინანსების უზრუნველყოფა”, -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში.
მიხეილ სააკაშვილი მისი მთავრობის დროს მინისტრების სწავლის დაფინანსების საკითხსაც გამოეხმაურა. 
”ყურადღება მივაქციე, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩემს წინააღმდეგ იყენებს იმას, რომ რამდენიმე მოქმედი პოლიტიკოსის თუ ყოფილი მთავრობის წევრის განათლება დავაფინანსეთ უცხოეთში. საქმე იმაშია, რომ ჩვენ არა მხოლოდ ამ ადამიანების განათლება დავაფინანსეთ, ყველა ქართველი, რომელიც მიღებული იქნა წამყვან 50 უნივერსიტეტში დასავლეთში, დაფინანსდა სახელმწიფოს მიერ. ეს პროგრამა სხვადასხვა ფორმით მთელი ჩემი პრეზიდენტობის დროს არსებობდა და რამდენიმე ათასი ქართველი სტუდენტი სახელმწიფოს დაფინანსებით წავიდა უცხოეთში. მე ამით ძალიან ვამაყობ.
ამ სტუდენტების მონაცემებს არ გვაძლევს განათლების სამინისტრო. სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას უნდოდა ჰქონოდა სრული მონაცემები. მას ინახავენ როგორც სახელმწიფო საიდუმლოება, მაგრამ ვიცი რომ ბევრი მათგანი დღევანდელ სახელმწიფო აპარატშიც მუშაობს. და ამითაც ძალიან ვამაყობ”, -აღნიშნა სააკაშვილმა. 

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...