მთავარისიახლეებიპოლიტიკამერაბ ქვარაიას არა აქვს პასუხი კითხვაზე, როგორ და რატომ იგებდნენ სახელმწიფო...

მერაბ ქვარაიას არა აქვს პასუხი კითხვაზე, როგორ და რატომ იგებდნენ სახელმწიფო ტენდერებს უპირატესად მაღალი თანამდებობის პირების ნათესავები და მეგობრები (Video)

Published on

ქალაქ ზუგდიდის   საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს მერაბ ქვარაიას, რომელიც პარლამენტის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად არის წარდგენილი  ,, ქართული ოცნების'' მიერ,  არა აქვს რამდენადმე დამაჯერებელი  პასუხი კითხვაზე, როგორ და რატომ იგებდნენ სახელმწიფო ტენდერებს  მისი თავმჯდომარეობის პერიოდში  მერის, ვიცე მერის, საკრებულოს წევრის ოჯახის  წევრების (მათ შორის მამის), მეგობრების და ახლობლების კომპანიები.  კითხვა ამის შესახებ კანდიდატს   ჟურნალისტმა  ნანა ქობალიამ დაუსვა დებატებზე, რომელიც გუშინ საღამოს გაიმართა ტელეკომპანია რუსთავი 2 – ის თოქშოუ ,, არჩევანი – 2016'' – ის  სტუდიაში. 
 გამოცდილება, რომელიც მერაბ ქვარაიამ  ზუგდიდის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში  გამარჯვებული კომპანიის შპს ,, ამი – 2014'' – ის შერჩევის მთავარ კრიტერიუმად დაასახელა, მას არ გამოადგა ტენდერის სამართლიანად ჩატარების არგუმენტად , რადგანაც , როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა,  ხსენებულ კომპანიას არანაირი გამოცდილება არ ქონდა და, შესაბამისად, ამის დამადასტურებელ დოკუმენტს სატენდერო კომისიას ვერ წარუდგენდა.
 ,, რატომ გაიმარჯვა მაინცდამაინც ,,ამი -2014'',  რომელსაც არ ჰქონდა გამოცდილება, მანამდე არ მიუღია მონაწილეობა ტენდერებში და შედეგებიც სახეზეა :  ამი-2014  აქვს  70 ათასი ლარის ოდენობის დავალიანება ფილების დამგები მუშების წინაშე, რომლებმაც სამუშაოები დაასრულეს, მაგრამ უკვე 7 თვეა ელოდებიან ხელფასებს?   თქვენ პირდაპირ გევალებოდათ გეკონტროლებინათ ეს ტენდერები და ხომ არ ხედავთ ამაში თქვენს პრობლემას?'' – ჰკითხა ჟურნალისტმა მერაბ ქვარაიას.   
მერაბ ქვარაიამ,  როგორც ეს მმართველი პარტიის წევრების უმრავლესობას  წესად ექცა  ,,უხერხულ''  კითხვებზე'' პასუხის თავიდან არიდების მცდელობის დროს,   აქცენტების გადაადგილება სცადა და აღნიშნა, რომ  ,,ეს არის კერძო დავა კონტრაქტორსა და მუშებს შორის,  დაწყებულია გამოძიება და, თუ გამოიკვეთა სამართალდარღვევა, მასზე  სათანადო რეაგირება მოხდება. ''  
მიუხედავად ამისა, იგი  ვერ გაექცა განმეორებით შეკითხვას იმ  პრაქტიკასთან დაკავშირებით,   როცა ტენდერში იმარჯვებს მაღალი თანამდებობის პირის ოჯახის წევრი და შესაბამისად იკვეთება კერძო ინტერესთა კონფლიქტი.
  ,,  ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ შესრულებული სამუშაოების მიხედვით,  რომელსაც იგებენ კონტრაქტორები, ამიტომ ვერ გეტყვით იმის შესახებ, იყო თუ არა აქ კერძო ინტერესები'' – განაცხადა მან,  თუმცა ასეთი პასუხი ნაკლებად არის დამაკმაყოფილებელი პირისგან, რომელიც უშუალო პასუხისმგებელია ტენდერების ჩატარებაზე კონტროლისათვის.  
 
 
 
 

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...