მთავარისიახლეებისამართალიკონსტიტუციური მართლმსაჯულების გარეშე დარჩენილი სასამართლო- IDFI-მ საკონსტიტუციო სასამრთლოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სკანდალური...

კონსტიტუციური მართლმსაჯულების გარეშე დარჩენილი სასამართლო- IDFI-მ საკონსტიტუციო სასამრთლოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სკანდალური დასკვნა დადო

Published on

კონსტიტუციური მართლმსაჯულების გარეშე დარჩენილი სასამართლო – ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტი სკანდალურ დასკვნას აქვეყნებს.IDFI-მ კონსტიტუციური სარჩელების შეცვლის საკითხი შეისწავლა და დასკვნა დადო.ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტში აცხადებენ:”კონსტიტუციური სარჩელების რეგისტრაციის პროცესი იყო ღია. საქმის განმხილველი ყველა მოსამართლისთვის ხელმისაწვდომი იყო თითოეული დოკუმენტი და მათ სრული ინფორმირებულობის პირობებში მიიღეს გადაწყვეტილებები სარჩელების არსებითად განსახილველად მიღების შესახებ. საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენჯერმე გადაიდო საქმის განხილვა კვორუმის არარსებობის გამო. ჩვენ არ ვფლობთ დადასტურებულ ინფორმაციას, რა გახდა ამ სხდომებზე მოსამართლეთა დაუსწრებლობის მიზეზი. მიუხედავად ამისა, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უუნაროა განახორციელოს კონსტიტუციური მართლმსაჯულება,”- ნათქვამია განცხადებაში.დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო მძიმე ვითარებაა შექმნილი, რაც პოლიტიკოსების მიერ საჯაროდ გაკეთებულმა განცხადებებმა განაპირობა.IDFI-სთვის საეჭვოა, გახმაურებული საქმეების – მათ შორის რუსთავი 2-ის და ე.წ.  კაბელების თემაზე გადადებული პროცესები, რომელიც კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა.
 
 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....