მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი ჩიქოვანი: ერთადერთი მაჟორიტარი, რომელსაც წარდგენილი აქვს თუ ზუგდიდში რას გააკეთებს,...

ირაკლი ჩიქოვანი: ერთადერთი მაჟორიტარი, რომელსაც წარდგენილი აქვს თუ ზუგდიდში რას გააკეთებს, ვარ მე

Published on

,,თქვენი პარტიის ოთხწლიანი საპარლამენტო გამოცდილებიდან გამომდინარე, რა გააკეთეთ  ამ ხნის განმავლობაში იმისთვის ,რომ ზუგდიდში მცხოვრები მოსახლეობისთვის მდგომარეობა შეგემსუბუქებინათ?-  ასეთი  კითხვა დაუსვა ,,თავისუფალი დემოკრატების'' მაჟორიტარობის კანდიდატს ირაკლი ჩიქოვანს "FactCeck"-ის  ჟუნალისტმა თამარ შონიამ ,გადაცემა“არჩევანის“ პირდაპირ ეთერში გამართულ რეგიონულ დებატებზე. 
,,თქვენ  ოთხი წლის განმავლობაში ბრძანდებოდით საქართველოს პარლამენტის წევრი, ასევე თქვენი პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად იყრიდა კენჭს , მიუხედავად იმისა ,რომ არჩევნები ვერ მოიგო, მას ჰქონდა სხვადასხვა დაპირება ,კერძოდ, საუბრობდა ჯანდაცვის პრობლემების მოგვარებაზე ,სიღატაკის დაძლევაზე ,სოფლის მეურნეობის განვითარებაზე . 
,,როდესაც ჩემი ოპონენტი ქალაქ ზუგდიდში ომახიანად საუბრობდა იმაზე,რომ თითქოს რაღაცაზე მაქვს ბოდიში მოსახდელი და ზედმეტად შეთამამებული იყო ამ თემასთან დაკავშირებით,  მან პასუხი არ გასცა თქვენი კოლეგის კითხვას თუ რას უპასუხებდა ის იმ ადამიანებს ,იმ ამომრჩევლებს,რომლებსაც მან გაუცრუა იმედები ბოლო სამი წლის განმავლობაში და პრაქტიკულად სათოფეზე არ უნახავთ ის არავის  და მას ამის შემდეგ ეყო სითამამე,რომ წარედგინა საკუთარი კანდიდატურა და ამ წარდგენასთან დაკავშირებითაც ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა არსებობს. და სიმართლე გითხრათ ეს ბრალდება სასაცილოდ არ მყოფნის,მაგრამ ცალკე ვისაუბროთ ამაზე.ზუსტად იმ დაპირებებზე საუბრობდა ჩვენი ოცნების წარმომადგენელი და მე ვარ უშუალო მოწმე , უშუალო თანამონაწილე იმისა,  თუ როგორ გადაწყდა ,,ქართული ოცნების'' პოლიტ საბჭოში, რომ ზუგდიდში, რუხში აშენებულიყო ქალაქი,როდესაც იყო ირაკლი ალასანია და მე თქვენი მონა მორჩილი ზუსტად ჩვენ ვიყავით მონაწილეები იმისა,რომ არა მხოლოდ ზუგდიდში,არამედ სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლოს, სამაჩაბლოს ვგულისხმობ, აშენებულიყო კონკრეტული სავაჭრო ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობდა ხალხთა შორის ურთიერთობას, თუმცა გასაკვირად გავიგე მე , რომ თურმე ესენი აშენებდნენ დევნილებისთვის,  როცა ის  უნდა აშენებულიყო ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც,ეს გავაკეთეთ ჩვენ.
მეორე მხრივ, რაც გავაკეთეთ ჩვენ  ამ სამი წლის განმავლობაში, რაც პარლამენტში შევედით, პირდაპირ გეტყვით,  რომ, სანამ ,,თავისუფალ დემოკრატებს''  მიგვყავდა  ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები, მათ შორის ქალბატონ მაია ფანჯიკიძეს,ბატონ ალექსი პეტრიაშვილს მათ შორის ბატონ ვიქტორ დოლიძეს  ასევე ირაკლი ალასანიას , ჩვენ გვქონდა სერიოზული  წარმატებები ამ მიმართულებით,  მე ვიბრძოდი იმის თაობაზე ,რომ ევროპის საბჭოში უზრუნველგვეყო ჩვენი დევნილების დაცვა , ეს მაშინ როდესაც აქ,  ადგილზე ხდებოდა ის, რომ დევნილების სახლებზე აკეთებდნენ ფულს. ეს არის სერიოზული პრობლემა ამ წლების განმავლობაში,.
მიუხედავად იმისა,  რომ  ყველა აქ მყოფს აქვს პრეტენზია და უფლება წარმოადგენდეს სამგრელოს რეგიონის მოსახლეობას პარლამენტში,  დროა  იმ ადამიანებს დაუთმონ ასპარეზი, ვინც საქმეს გააკეთებს, და არა იმ ადამინებს,  ვინ ,,ქართული ოცნების ' ლურჯ დროშას იყვნენ ამოფარებული და რეალურად  მანდატები სჭირდებოდათ თავის დამკვიდრებისთვის,  და არა იმისთვის , რომ საქმე ეკეთებინათ. ეს არის საქმე და ეს არის რეალობა , რომელიც სამეგრელოს დაუდგა ამ ოთხი წლის განმავლობაში. მე მზად ვარ ვიტვირთო ეს პასუხისმგებლობა , ერთადერთი მაჟორიტარი, რომელსაც წარდგენილი აქვს კონკრეტული პროგრამა , თუ რას გააკეთებს ზუგდიდში, მიუხედავად იმისა თუ რას გააკეთებს მისი პარტია,   მე ვარ , ,სხვა დანარჩენი მისდევს საკუთარ პარტიას და არ აქვს კონკრეტული წარმოდგენა, რა უნდა გაუკეთოს ქალაქს და ,აქედან გამომდინარე მე მოვითხოვ მათგან,  ანახონ  რა შეუძლიათ საკუთარ ქალაქს გაუკეთონ, არაფერიც არ შეუძლიათ, ამიტომ სჭირდება ზუგდიდს მაღალი, ძლიერი ხმა, რომელიც ბოლომდე გაიტანს და არა უკან წააჩანჩალებს.
 

სიახლეები

”საერთაშორისო გამჭვირვალობა” ზვიად ქორიძეზე თავდამსხმელების დაკავებას ითხოვს

   ბათუმში წუხელ მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ''საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო'' განცხადებას ავრცელებს,რომელსაც ოდიშინიუსი უცვლელად გთავაზობთვეხმიანებით...

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია უერთდება დღევანდელ საყოველთაო გაფიცვას

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია უერთდება 15 იანვრის საყოველთაო გაფიცვას და 15:00 საათიდან 18:00 საათამდე წყვეტს მუშაობას. საყოველთაო...

დღეს, 15 საათზე “იფიცება საქართველო”

დღეს, 15 იანვარს, 15:00 საათიდან, დამსაქმებლები და დასაქმებულები საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას იწყებენ. პროტესტის მიზანი...

საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს – ჯო უილსონი

უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები! - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო...