მთავარისიახლეებისამართალიდათა ახალაიას 26 მაისის საქმეზე ახალი ბრალი წარედგინა

დათა ახალაიას 26 მაისის საქმეზე ახალი ბრალი წარედგინა

Published on

   დათა ახალაიასთვის და სხვა პირებისათვის ე.წ. 26 მაისის საქმეზე ბრალის წარდგენა არის "ქართული ოცნების" ხელისუფლებისა და რუსეთის სპეცსამსახურების ერთობლივი წინასაარჩევნო საცირკო წარმოდგენა შემდეგი სათაურით – "მეტი ბრალდება – მეტი პრემია, -ასე ეხმაურება პროკურატურის დღევანდელ განცხადებას კუდ-ის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი. მისი თქმით, 26 მაისის აქცია იყო ძალადობრივი, უაღრესად რადიკალური და მიზნად ისახავდა ხელისუფლების დამხობას.„ბატონ დავით ახალაიასთვის და სხვა პირებისათვის ე.წ. 26 მაისის საქმეზე ბრალის წარდგენა გახლავთ "ქართული ოცნების" ხელისუფლებისა და რუსეთის სპეცსამსახურების ერთობლივი წინასაარჩევნო საცირკო წარმოდგენა შემდეგი სათაურით – "მეტი ბრალდება – მეტი პრემია!"… 
  მოგეხსენებათ "26 მაისის აქცია" იყო ძალადობრივი, უაღრესად რადიკალური და მიზნად ისახავდა ხელისუფლების დამხობას. აქციები ორგანიზებული იყო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ. საზოგადოებას კარგად ახსოვს მომიტინგეთა ფორმალური ლიდერის ნინო ბურჯანაძესა და მის თანამოაზრეებს შორის საუბრების ფარული აუდიო და ვიდეოჩანაწერების შინაარსი, რომლის ავთენტურობა ეჭვქვეშ არავის დაუყენებია. ამ საუბრებში ბურჯანაძე და მისი ვაჟი განიხილავდნენ შესაძლებლობას, რომ თუკი ვითარების რადიკალიზაციით მოხერხდებოდა რამდენიმე ასეული ადამიანის მსხვერპლად შეწირვა, "ეგვიპტური სცენარის" საქართველოში გამეორება დასაშვები იქნებოდა და მათ დასახმარებლად შემოვიდოდა ГРУ-ს სპეცრაზმი. აქციის ორგანიზატორები მსჯელობდნენ შეიარაღებული ჯგუფების მოქმედების ტაქტიკურ საკითხებზე, რომელიც პოლიციის სპეცრაზმებს გაუწევდა წინააღმდეგობას. მათ დამზადებული ჰქონდათ "მოლოტოვის კოქტეილები, ხელკეტები და ა. შ. რუსეთის სპეცსამსახურების დამქაშები შეგნებულად ცდილობდნენ ხელისუფლებასთან ძალადობრივი კონფრონტაციის პროვოცირებას, რაც კანონის ფარგლებში აღკვეთილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ”, – ნათქვამი ზაქარეიშვილის განცხადებაში, რომელსაც სოციალურ ქსელში ავრცელებს. 
  

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...