მთავარისიახლეებიპოლიტიკაწინასაარჩევნო საჯარო დისკუსია ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში

წინასაარჩევნო საჯარო დისკუსია ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში

Published on

ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  წინასაარჩევნო საჯარო  დისკუსია გაიმართა.  
შეხვედრის მონაწილეებს თავიანთი პარტიების სოციალურ – ეკონომიკური პროგრამები გააცნეს „ქართული ოცნება – ერთიანი საქართველოს“, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, თავისუფალი დემოკრატებისა და პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ წარმომადგენლებმა.  
დისკუსიაში მონაწილე ადგილობრივი მედიის, საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა  გამოთქვეს მოსაზრებები და შენიშვნები  ამ პროგრამების გარშემო. 
მათ ხაზი გაუსვეს, რომ მიესალმებიან არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ ძალებს შორის ჯანსაღ კამათსა და დისკუსიას, შეჯიბრებას   კარგად გააზრებული და რეალური პროგრამებით. იყვნენ წინასაარჩევნო  დაპირებების მიმართ  სკეპტიკურად განწყობილი ადამიანებიც, რომელნიც ვარაუდობენ, რომ  ეს პროგრამები შეიძლება  ქაღალდზევე დარჩეს. 
 დისკუსია გაიმართა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროექტის „ინფორმირებული ამომრჩეველი – საარჩევნო ანგარიშვალდებულების გასაუმჯობესებლად“ ფარგლებში. 
პროექტი  ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით და  მიზნად ისახავს საარჩევნო ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას ამომრჩევლების ინფორმირების, ზოგადად საზოგადოებისათვის და რეგიონული მოსახლეობისათვის წინასაარჩევნო დაპირებების და შეთავაზებების, ასევე, წამყვანი პოლიტიკური პარტიების მიერ წამოწეული პოლიტიკური შეხედულებების შესახებ დროული ინფორმაციისა და პროფესიული შეფასების მიწოდების გზით. 
 
 

სიახლეები

ბრძოლა, რომელშიც შესული ვართ, ივანიშვილისთვის განწირულია – ბერძენიშვილი

პროფესორი ლევან ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბერს ქუჩაში ძალიან ბევრი ადამიანი გავა. მისი თქმით,...

4 ოქტომბერს თუ ვინმეს ხელი დაუცდება, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას – კობახიძე

ირაკლი კობახიძე 4 ოქტომბრის მასშტაბური აქციის მონაწილეებს "ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალით" ემუქრება და...

დღეს უკრაინის სახელმწიფო არის ჩამოქცეული-კობახიძე

რეალურად, ეს ყველაფერი უცხოური სპეცსამსახურების მიერაა დაფინანსებული, როგორც ეს მოხდა იგივე მაიდნის შემთხვევაში....

თანხის მითვისებისთვის “მეტალ+”-ის დირექტორს 9.5 წელი მიესაჯა

პროკურატურის ცნობით, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე შპს მეტალ...