მთავარისიახლეებისაზოგადოებასახელმძღვანელოების დარიგება დღეიდან ზუგდიდის ყველა სკოლაში დაიწყო

სახელმძღვანელოების დარიგება დღეიდან ზუგდიდის ყველა სკოლაში დაიწყო

Published on

დღეს დილით ზუგდიდის ყველა  საჯარო სკოლაში დაიწყო და ამ დროისათვის დასრულებულია სასკოლო სახელმძღვანელოების დარიგება პირველკლასელებისთვის .   შესაბამისად, მშობლებს, რომელნიც გამოთქვამდნენ წუხილს, რომ მათი შვილების  პირველმა სასკოლო დღემ პირველი სახელმძღვანელოების გარეშე ჩაიარა და შესაძლოა ასეთი მდგომარეობა კიდევ გაგრძელდეს, შეშფოთების საფუძველი აღარა აქვთ. სახელმძღვანელოები დღეიდან ურიგდებათ  სხვა კლასების მოსწავლეებსაც.
 
ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრში სახელმძღვანელოების დროულად დარიგების შეფერხებას ხსნიან იმით, რომ მომწოდებელმა დააგვიანა  სახელმძღვანელოების  შემოტანა იმ რაოდენობით, რაც განათლების სამინისტროსათვის წარდგენილ  მიმართვაში იყო აღნიშნული. დროულად მოწოდებული სახელმძღვანელოები  სასწავლო წლის დაწყებამდე გადაეცა ზუგდიდის სკოლების ერთ ნაწილს, მაგრამ ბევრ სკოლაში ეს ვერ მოხერხდა, რადგან   მეორე ნაწილის შემოტანა  დათქმული დროის დარღვევით მოხდა.   განათლების რესურსცენტრში აცხადებენ, რომ იყო პრობლემის აღმოფხვრის რესურსი შედარებით ძველი  წიგნების სახითაც, მაგრამ მათ დარიგებას არჩიეს,  ახალ სახელმძღვანელოებს დალოდებოდნენ.  
 
,,კარგია, რომ სახელმძღვანელოები ბოლოსდაბოლოს დარიგდა, მაგრამ  აუცილებელია განათლების სამინისტრომ და ადგილობრივმა საგანმანათლებლო რესურსცენტრმა სამომავლოდ უფრო საფუძვლიანად დაიზღვიონ თავი მსგავსი  დაგვიანებისგან –  ბავშვის ბუნება ფაქიზია და   მის ემოციებს მეტად უნდა გავუფრთხილდეთ. '' – აცხადებენ მშობლები. 

სიახლეები

ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება

2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის...

უკრაინაში მოკლეს კუბელი მოხალისე, რომელიც ოკუპანტთა მხარეს საომრად აფხაზეთიდან ჩავიდა

ოკუპირებულ აფხაზეთში 19 ნოემბერს დაკრძალავენ ვალდეს რივერო ხუან კარლოსს, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძოდა და...

ეს არის დიქტატურა-დიასპორა აქციებს აანონსებს

ეს არის სუფთა დიქტატურა, - ასე აფასებს საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე, ოთარ ზურაბიშვილი “ოცნების“...

ზელენსკიმ და მაკრონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიზანიც უკრაინის გაძლიერებაა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 17 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას,...