მთავარისიახლეებიმსოფლიორუსული მედია: КГБ არსად წასულა, უბრალოდ ჩრდილიდან გამოდის

რუსული მედია: КГБ არსად წასულა, უბრალოდ ჩრდილიდან გამოდის

Published on

„კომერსანტი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ კრემლი  ახალ ძალოვან სტრუქტურას  შექმნის.  – სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, რომელიც   გააერთიანებს ე.წ. ФСБ-ს, საგარეო დაზვერვის სამსახურსა და დაცვის ფედერალური სამსახურის რამდენიმე განყოფილებას.
როგორც „კომერსანტი“ წერს, ამ რეფორმის შედეგად, რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს ფაქტობრივად, ე.წ. КГБ-ს ფუნქციები მიენიჭება.
გამოცემის თანახმად, რუსეთის ხელისუფლება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე  ძალოვანი და სამართალდამცავი ორგანოების მასშტაბურ რეფორმირებას გეგმავს.
რეფორმის ფარგლებში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი გენერალური პროკურატურის დაქვემდებარებაში გადავა, ხოლო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ფუნქციებს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები შეითავსებენ.
 

სიახლეები

სააკაშვილი და ნოღაიდელი პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ საქალაქი სასამართლოში - ერთმანეთს საქართველოს მესამე პრეზიდენტი...

ბიძინა ივანიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდება

სამთავრობო მედიების ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდება. ამ დროსითვის...

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს "ახლახან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ჩემი მეუღლე, აფგან სადიგოვი, პოლიციამ...

საია- სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ჟურნალისტი აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა...