მთავარისიახლეებიპოლიტიკარას არჩევს ბიძინა ივანიშვილი უფროს ბიჭთან და მეუღლესთან ერთად ,,საკმაოდ კარგად''

რას არჩევს ბიძინა ივანიშვილი უფროს ბიჭთან და მეუღლესთან ერთად ,,საკმაოდ კარგად”

Published on

დღევანდელ გადაცემაში "შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა კითხვას   სოფელ მოხისა და ადიგენის შემთხვევებზე, რომლებიც  ძველი მეჩეთის დემონტაჟსა და სასაფლაოსთან დაკავშირებულ დავას ეხება.
ივანიშვილი თვლის, რომ ეს კონფლიქტი გარეთ გასატანი არ არის.
"ეს არის ისეთი კონფლიქტი, რომ გასატანი არაა არსად. მეზობლებში ხდება, ოჯახში ხდება – გუშინ ჩემს უფროს ბიჭთან საკმაოდ კარგად ვარჩევდით მე და ჩემი მეუღლე, რაღაცები არ მოგვწონდა. ნორმალურია ეს. არაა ის, რასაც გვაჩვენებდნენ ჩვენ. რომ მასიური დაპირისპირება იყო – მეჩეთი, ერთი ნაპირიდან ხალხი იყო მოსყიდული, მეორე ნაპირიდან ხალხი იყო მოსყიდული. აჩვენებდნენ მთელს მსოფლიოს, როგორი ველურები არიან ქართველები. რომ მართლმადიდებლური რელიგიის გარდა, აქ სხვა რელიგია არ ესმით, არავითარი ტოლერანტობა არ აქვთ და მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას ხელეწიფება, რომ ეს ხალხი ჭკუაზე მოიყვანოს", – თქვა ივანიშვილმა.
ივანიშვილის თქმით, "კიდევ იქნება რაღაც გამოვლინებები, მაგრამ ეს არ არის ისეთი ფონი, რასაც ქმნიდნენ და გვაჩვენებდნენ".
“გავიხსენოთ, რა ხდებოდა ბათუმში. წელიწადში 2-ჯერ დაგეგმილი ჰქონდათ, ორივე ნაწილს თვითონ აფინანსებდა ნაციონალური მოძრაობა – მუსლიმებისა და ქრისტიანების დაპირისპირება მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით. ”.
 

სიახლეები

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....

საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საქართველო 2026 წლის 17 მაისსაც ლგბტ ადამიანების უფლებებთან დაკავშირებული...

ჩვენ მკაფიოდ ვეუბნებით რუსებს, უნდა დაასრულონ ომი – ზელენსკი

ჩვენი პასუხები რუსეთის მიერ ომის გაჭიანურებასა და ჩვენს ქალაქებსა თუ თემებზე მიტანილ დარტყმებზე სრულიად...

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...